GEO   ENG
სიახლეები
DRI - ახალგორში რუსეთის ფედერაციის უშიშროების სამსახურმა მოსახლეობის აღწერა დაიწყო
26.12.2019

ახალგორში საოკუპაციო ძალებმა რეგიონში დარჩენილი მოსახლეობის აღწერა დაიწყეს. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა, რომლებიც, სავარაუდოდ, რუსეთის ფედერაციის უშიშროების სამსახურის  წარმომადგენლები იყვნენ, აღწერის პროცესი დაიწყეს.

აღწერის პროცესში ოკუპანტები ცდილობენ კონტაქტში შევიდნენ მოსახლეობასთან და გაიგონ, რა პოზიცია აქვთ გზის ჩაკეტვასთან დაკავშირებით. ამასთანავე, რამოდენიმე ოჯახს მოუწოდეს, გამოთქვან უკმაყოფილება საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან.   მოსახლეობამ არ იცის, რა მიზანს ემსახურება მათი აღწერა. ამ ფაქტს გაურკვევლობას სძენს ისიც, რომ რუს ოკუპანტებს ზოგიერთი ისეთი პიროვნება შეყავთ სიაში, რომელიც ამჟამად რაიონში არ იმყოფება.

მოსახლეობის გარკვეული ნაწილი,  ამ პროცესს  „ჰუმანიტარულ დახმარებას“ უკავშირებს, რადგან ბოლო დღეებში რუსმა სამხედროებმა ახალგორში კამაზის ტიპის ორი სატვირთო ავტომანქანით საკვები ჩაიტანეს, თუმცა, უცნობია მოსახლეობის რომელი ნაწილისათვის არის ეს პროდუქტები განკუთვნილი - ყველა მიიღებს დახმარებას, თუ მხოლოდ ისინი, ვისაც ე. წ. ოსური პასპორტები აქვთ და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებად ითვლებიან.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“ არაერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელიუფლებას, დროულად და პროაქტიულად იმოქმედოს „ჰუმანიტარული კრიზისში“ მყოფი რეგიონის მიმართ და გააგრძელოს მუშაობა, მათ შორის, საერთაშორისო დონეზე, ახალგორის იზოლაციის დროულად დასასრულებლად, რომელიც უკიდურესად მტკივნეულად აისახება ადგილობრივ მოსახლეობაზე. 

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანები, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისგან განსხვავებული გამოწვევების წინაშე დგანან, შესაბამისად, მათთვის განსაკუთრებული მხარდამჭერი მექანიზმებია შესამუშავებელი.

რუსეთის ინიციატივები და საქართველოს წინაშე არსებული დიპლომატიური გამოწვევები

რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას. 

29.10.2026
მედიის თავისუფლება და ინფორმაციის მიღების უფლება საქართველოში

2024–2026 წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ინსტიტუციურმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.

28.10.2026
ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების შესუსტება საქართველოში: საკანონმდებლო, პოლიტიკისა და ინსტიტუციური ცვლილებების მიმოხილვა

ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში 2024–2026 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს და მათ გავლენას ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეზე. 

27.10.2026