GEO   ENG
სიახლეები
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმე “წიბახაშვილი და სხვები” დარეგისტრირდა
15.04.2026

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მიერ გაგზავნილი ახალი საქმეები დარეგისტრირდა

11 მარტის წერილით ცნობილი გახდა, რომ საქმე „წიბახაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ ოფიციალურად დარეგისტრირდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

გზის გადაკეტვის საფუძვლით, 2025 წლის 3 ნოემბერს დაკავებული ერთი ოჯახის რამდენიმე წევრი, რომელთაც ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ, სახელმწიფოს ედავება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული რამდენიმე ფუნდამენტური უფლების დარღვევას, მათ შორის:

  • მუხლი 5 — თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება
  • მუხლი 6 — საქმის სამართლიანი განხილვის უფლება
  • მუხლი 11 — შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება
  • მუხლი 18 — უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები

საქმის არსებითი განხილვა და სასამართლოს პოზიცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

რუსეთის ინიციატივები და საქართველოს წინაშე არსებული დიპლომატიური გამოწვევები

რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას. 

29.10.2026
მედიის თავისუფლება და ინფორმაციის მიღების უფლება საქართველოში

2024–2026 წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ინსტიტუციურმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.

28.10.2026
ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების შესუსტება საქართველოში: საკანონმდებლო, პოლიტიკისა და ინსტიტუციური ცვლილებების მიმოხილვა

ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში 2024–2026 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს და მათ გავლენას ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეზე. 

27.10.2026