კრიტიკული მედიის ხმის ჩასახშობად „ქართული ოცნება“ ფინანსური სანქციებით
ცდილობს. რიგი სატელევიზიო, ონლაინ თუ რადიო მაუწყებლობების შემდეგ, ჯერი რეგიონულ
მედიაზეც მიდგა. ფინანსური ზეწოლის პრაქტიკული შედეგები უკვე გამოუსწორებელ ხასიათს
იძენს. 2025 წელს 17-მა რეგიონულმა მაუწყებელმა შეწყვიტა მაუწყებლობა. ამ პროცესის
საგანგაშო გამოვლინებაა ტელეკომპანია ,,ჰერეთისა’’ და ,,რადიო თბილისის’’ მიერ მაუწყებლობის
შეჩერება, რაც პირდაპირ უკავშირდება სარეკლამო შემოსავლების კლებას და იმ ფინანსურ
ბარიერებს, რომლებსაც დამოუკიდებელი მედიასაშუალებები აწყდებიან.
კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო
საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს. ამ მიდგომის მკაფიო გამოხატულებაა ტელეკომპანია
„თრიალეთის“ მაუწყებლობის შესაძლო შეჩერების ფაქტი, რომელიც
შიდა ქართლში დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკისა და ალტერნატიული დღის წესრიგის
მთავარ პლატფორმას წარმოადგენდა. მაშინ, როდესაც ხელისუფლებასთან დაახლოებულ
მსხვილ მაუწყებლებს (მაგალითად, „რუსთავი 2“-ს) მრავალმილიონიანი დავალიანების რესტრუქტურიზაციის
საშუალება ეძლევათ, რეგიონული ტელევიზიის მიმართ 50-ჯერ ნაკლები ვალის გამო გამოყენებულმა
ინკასომ და ყადაღამ მაუწყებლობის სრული პარალიზება გამოიწვია.
ეს ფაქტი აშიშვლებს საგადასახადო ინსტრუმენტის, როგორც პოლიტიკური რეპრესიის მექანიზმის
გამოყენებას, რაც პირდაპირ უქმნის საფრთხეს რეგიონულ მედიაპლურალიზმს.
სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს სარედაქციო ორიენტაციის ნიშნით
გამოყენების ნათელი მაგალითია პროსამთავრობო მაუწყებლებისთვის საგადასახადო დავალიანების
ჩამოწერა, მაშინ როდესაც კრიტიკულ მედიას - „ფორმულასა” და „TV პირველს”
ქონებაზე სასამართლო ყადაღა დაედოთ. აღნიშნული ცალსახად წარმოადგენს შერჩევითი მართლმსაჯულებისა
და პოლიტიკურად მოტივირებული ფინანსური რეპრესიის დოკუმენტირებულ ფორმას.
მსგავსი შევიწროების შედეგად „მთავარმა არხმა” ქვეყნის ერთ-ერთმა უმთავრესმა კრიტიკულმა სამაუწყებლო სუბიექტმა საბოლოოდ
შეწყვიტა მაუწყებლობა. ხოლო,ტელეკომპანიები „ფორმულა” და „TV პირველი”
ფუნქციური გაჩერების უშუალო საფრთხის წინაშე დგანან. ECHR-ის პრაქტიკაში დამკვიდრებული
პრინციპის თანახმად (Manole v. Moldova; Informationsverein Lentia v.
Austria)[1],
თითოეული მედია საშუალების დახურვა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებების დამოუკიდებელ
და გამოუსწორებელ დარღვევას წარმოადგენს.
საგანგაშოა კომუნიკაციების კომისიის მიერ შინაარსობრივი კონტროლის
დაწესების ტენდენცია. კომისია მხოლოდ ზოგადი რეკომენდაციებით აღარ შემოიფარგლება და პირდაპირი სანქცირების რეჟიმშია გადასული,
სადაც „მიუკერძოებლობის“ სტანდარტის სუბიექტური ინტერპრეტაცია სადამსჯელო
ინსტრუმენტად იქცევა. კერძოდ, ისეთი საჯაროდ აღიარებული ფაქტების ან დამკვიდრებული
ტერმინების გამოყენება, როგორიცაა „ოლიგარქი“ ან „რეჟიმი“, ხდება ფულადი
სანქციებისა და სამართლებრივი დევნის საფუძველი. აღნიშნული პრაქტიკა აშიშვლებს
კომისიის მცდელობას, სრულად გააკონტროლოს სამაუწყებლო ტერმინოლოგია, რაც კლასიკური
ცენზურის ნიშნებს ატარებს და მიზნად ისახავს კრიტიკული მედიის ფუნქციურ პარალიზებას.
2026 წლის 4 მარტს მიღებული საკანონმდებლო პაკეტი სახელმწიფოს მიერ კრიტიკულ მედიასთან
ბრძოლის ლოგიკურ დასრულებას წარმოადგენს. ის
ალტერნატიულ საფინანსო წყაროს - საერთაშორისო დაფინანსებას აქცევს სისხლის სამართლებრივ რისკად, რომელსაც
კრიტიკული მედია სარეკლამო ბაზრიდან განდევნის შემდეგ გადარჩენისთვის მიმართავდა.
მოცემულობა აშიშვლებს სახელმწიფოს მხრიდან საინფორმაციო სივრცეზე მონოპოლიის
დამყარების აშკარა მცდელობას.
თანმიმდევრული პოლიტიკა, რომელიც ეკონომიკური ეროზიით იწყება, სამართლებრივი კრიმინალიზაციით
გრძელდება და საბოლოოდ კრიტიკული მედიის, როგორც ინსტიტუტის ფუნქციურ პარალიზებას
აღწევს, კრიტიკული მედიის, როგორც ინსტიტუტის,
განადგურების მიზანს ემსახურება.
აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური ცენზურა სატელევიზიო სივრცით არ შემოიფარგლება.
ონლაინ მედიის მიმართ სახელმწიფო ზეწოლა განსხვავებული, მაგრამ თანაბრად ეფექტიანი
ინსტრუმენტებით ხორციელდება. სოციალური მედიის პლატფორმებზე კრიტიკული კონტენტის მონიტორინგი
და „გამჭვირვალობის კანონის” ფარგლებში ონლაინ გამოცემების რეგისტრაციის ვალდებულება
ერთობლიობაში ქმნის გარემოს, სადაც თვითცენზურა ინსტიტუციური ზეწოლის ბუნებრივ შედეგად
იქცევა.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) მოითხოვს:
მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებს და ინსტიტუტებს:
დავით სანაკოევის, გარი მულდაროვისა და ძამბოლატ
მედოევის საქმე, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილებას
ასაჩივრებენ, ამ დრომდე მოუგვარებელი რჩება.
ახალგორის რაიონში
განახლდა გადაადგილებისთვის აუცილებელი საშვების გაცემა.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მიერ გაგზავნილი ახალი საქმეები დარეგისტრირდა.