GEO   ENG
სიახლეები
DRI: “ქართული ოცნება“ სოციალური სივრცის ტოტალურ კონტროლს იწყებს
18.05.2026

„ქართული ოცნება“ სოციალური სივრცის ტოტალურ კონტროლს იწყებს. 18 მაისს „ქართული ოცნების” მთავრობის მიერ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე ახლახან დანიშნულმა მამუკა მდინარაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი „სისტემურ მონიტორინგს“  სამმართველოს შექმნა დაანონსდა, რომლის მანდატი საჯარო სივრცეში კომუნიკაციის კონტროლი იქნება.  ახალი სამმართველო ვალდებულება იქმნება გააკონტროლებს  სოციალური ქსელებში განთავსებული პოსტები, ფოტოები, ვიდეოები, ემოჯები და მოახდინოს მათზე რეაგირება ე.წ. „სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის” საფუძველზე.

ტოტალური კონტროლის დაკანონებისთვის გამოყენებული ცნებები  „სიძულვილის ენა”, „შეურაცხმყოფელი კამპანია”, „აგრესიული კომუნიკაცია”  იურიდიულად ბუნდოვანია და სუბიექტური ინტერპრეტაციის ფართო სივრცეს ტოვებს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სწორედ ასეთი ბუნდოვანი ნორმები ქმნის „გამოხატვის თავისუფლების სხვაგვარ შეზღუდვის” პირობებს. ეს ბუნდოვანება სახელმწიფო უწყებას აძლევს თვითნებური ინტერპრეტაციისა და მომედების საშუალებას, რაც სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპს უხეშად არღვევს.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, ონლაინ კომუნიკაციის მონიტორინგის ფუნქციის მინიჭება, ემსახურება დაშინებასა და მსუსხავი ეფექტის შექმნას, რაც მიმართულია  მოქალაქეთა თვითცენზურისა და  კრიტიკული აზრის გამოთქმის თავშეკავებისკენ.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173(16) მუხლი, რომელსაც აღნიშნული სამმართველო სამართლებრივად დაეყრდნობა, თავდაპირველად „საჯარო პირების შეურაცხყოფის” მოტივით  მოქალაქეებზე სამართლებრივი ზეწოლის ინსტრუმენტად იქნა შემოღებული, რაც, რა თქმა უნდა, ECHR-ის პრაქტიკასთან პირდაპირ წინააღმდეგობაშია. საერთაშორისო სტანდარტებით და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით, საჯარო პირებს კრიტიკის მიმართ თმენის ვალდებულება აქვთ. არსებული სამმართველოს შექმნა, რომელიც „ღირსების შელახვის“ მოტივით მონიტორინგს გაუწევს სოციალურ ქსელებს, ფაქტობრივად აუქმებს ამ პრინციპს და პოლიტიკოსებს დაცულ პრივილეგირებულ კასტად აქცევს.

აღნიშნული ინიციატივა წარმოადგენს ცენზურის თანამედროვე ფორმას, რომელიც მიზნად ისახავს საჯარო დისკუსიის ჩახშობასა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას. დაუშვებელია  სიძულვილის ენასთან ბრძოლა თავისუფალი აზრის კრიმინალიზაციის ხარჯზე ხდებოდეს. 

რუსეთის ინიციატივები და საქართველოს წინაშე არსებული დიპლომატიური გამოწვევები

რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას. 

29.10.2026
მედიის თავისუფლება და ინფორმაციის მიღების უფლება საქართველოში

2024–2026 წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ინსტიტუციურმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.

28.10.2026
ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების შესუსტება საქართველოში: საკანონმდებლო, პოლიტიკისა და ინსტიტუციური ცვლილებების მიმოხილვა

ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში 2024–2026 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს და მათ გავლენას ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეზე. 

27.10.2026