GEO   ENG
სტატიები
აფხაზეთში ოპოზიციონერი ადგურ არძინბა კვლავ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა
08.05.2026

აფხაზეთის პოლიტიკურ სივრცეში აქტიურად განიხილება ოპოზიციონერი ლიდერის, ადგურ არძინბას დაბრუნება და მისი ბოლო პოლიტიკური განცხადებები, რომლებიც შიდა და გარე პოლიტიკურ პროცესებს ეხება.

ინფორმაციის თანახმად, არძინბა, რომელმაც 2025 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედ ე.წ. პრეზიდენტ ბადრა გუნბასთან კონკურენციაში მეორე ადგილი დაიკავა, გარკვეული პერიოდის პასიურობის შემდეგ კვლავ ჩაერთო პოლიტიკურ საქმიანობაში. მისი გამოსვლები და ინტერვიუები აფხაზურ მედიაში შეფასდა როგორც ოპოზიციური აქტივობის განახლება.

აღნიშნულ პროცესებთან ერთად, აფხაზეთის პოლიტიკურ ველში გაძლიერდა დისკუსია ოპოზიციური სპექტრის შესაძლო გადაჯგუფებაზე, სადაც არძინბა განიხილება როგორც ზომიერი ოპოზიციური ფრთის წარმომადგენელი.

საჯარო განცხადებებში არძინბა ყურადღებას ამახვილებს შიდა პოლიტიკური სტაბილურობის აუცილებლობაზე და პოლიტიკური ძალების დიალოგის მნიშვნელობაზე. მისი შეფასებით, აფხაზეთი იმყოფება რთული გეოპოლიტიკური გამოწვევების წინაშე, სადაც შიდა დაპირისპირების გაღრმავება დამატებით რისკებს ქმნის.

ამავე დროს, არძინბა აკრიტიკებს გარკვეულ რუსეთ-აფხაზურ ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროექტებს, რომლებიც ოპოზიციის ნაწილის მიერ არაპოპულარულად არის შეფასებული. მისი პოზიციები ხშირად აღიქმება როგორც მცდელობა უფრო დამოუკიდებელი პოლიტიკური ხაზის გატარებისა, განსაკუთრებით სუვერენიტეტისა და შიდა გადაწყვეტილებების მიღების საკითხებში.

რუსეთის ფედერაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს აფხაზეთის შიდა პოლიტიკური პროცესების ფორმირებაში, რაც კარგად გამოჩნდა 2025 წლის არჩევნების დროს, სადაც კრემლისთვის მიუღებელი კანდიდატი არძიმბა დამარცხდა.  საყურადღებოა, რომ მისი კანდიდატურა კრემლისთვის მიუღებელი, სწორედ, სუვერენიტეტის საკითხების წინ წამოწევის გამო იყო. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ოპოზიციონერი არჩევნების შემდეგ რუსეთში ორი კვირით დააკავეს. ეს ფაქტი აფხაზურმა ოპოზიციამ პოლიტიკურ ზეწოლად შეაფასა.

ამავე დროს რეგიონში მიმდინარე საზოგადოებრივი პროტესტები, მათ შორის რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმებების წინააღმდეგ, შესაძლოა ხელის შემწყობი ფაქტორი აღმოჩნდეს ოპოზიციონერი არძიმბას პოლიტიკაში აქტიური დაბრუნებისთვის.

რუსეთის ინიციატივები და საქართველოს წინაშე არსებული დიპლომატიური გამოწვევები

რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას. 

29.10.2026
მედიის თავისუფლება და ინფორმაციის მიღების უფლება საქართველოში

2024–2026 წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ინსტიტუციურმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.

28.10.2026
ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების შესუსტება საქართველოში: საკანონმდებლო, პოლიტიკისა და ინსტიტუციური ცვლილებების მიმოხილვა

ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში 2024–2026 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს და მათ გავლენას ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეზე. 

27.10.2026