აფხაზეთის პოლიტიკურ
სივრცეში აქტიურად განიხილება ოპოზიციონერი ლიდერის, ადგურ არძინბას დაბრუნება და მისი
ბოლო პოლიტიკური განცხადებები, რომლებიც შიდა და გარე პოლიტიკურ პროცესებს ეხება.
ინფორმაციის თანახმად,
არძინბა, რომელმაც 2025 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედ ე.წ. პრეზიდენტ ბადრა
გუნბასთან კონკურენციაში მეორე ადგილი დაიკავა, გარკვეული პერიოდის პასიურობის შემდეგ
კვლავ ჩაერთო პოლიტიკურ საქმიანობაში. მისი გამოსვლები და ინტერვიუები აფხაზურ მედიაში
შეფასდა როგორც ოპოზიციური აქტივობის განახლება.
აღნიშნულ პროცესებთან
ერთად, აფხაზეთის პოლიტიკურ ველში გაძლიერდა დისკუსია ოპოზიციური სპექტრის შესაძლო
გადაჯგუფებაზე, სადაც არძინბა განიხილება როგორც ზომიერი ოპოზიციური ფრთის წარმომადგენელი.
საჯარო განცხადებებში
არძინბა ყურადღებას ამახვილებს შიდა პოლიტიკური სტაბილურობის აუცილებლობაზე და პოლიტიკური
ძალების დიალოგის მნიშვნელობაზე. მისი შეფასებით, აფხაზეთი იმყოფება რთული გეოპოლიტიკური
გამოწვევების წინაშე, სადაც შიდა დაპირისპირების გაღრმავება დამატებით რისკებს ქმნის.
ამავე დროს, არძინბა
აკრიტიკებს გარკვეულ რუსეთ-აფხაზურ ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროექტებს, რომლებიც ოპოზიციის
ნაწილის მიერ არაპოპულარულად არის შეფასებული. მისი პოზიციები ხშირად აღიქმება როგორც
მცდელობა უფრო დამოუკიდებელი პოლიტიკური ხაზის გატარებისა, განსაკუთრებით სუვერენიტეტისა
და შიდა გადაწყვეტილებების მიღების საკითხებში.
რუსეთის ფედერაცია
მნიშვნელოვან როლს ასრულებს აფხაზეთის შიდა პოლიტიკური პროცესების ფორმირებაში, რაც
კარგად გამოჩნდა 2025 წლის არჩევნების დროს, სადაც კრემლისთვის მიუღებელი კანდიდატი
არძიმბა დამარცხდა. საყურადღებოა, რომ მისი
კანდიდატურა კრემლისთვის მიუღებელი, სწორედ, სუვერენიტეტის საკითხების წინ წამოწევის
გამო იყო. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ოპოზიციონერი არჩევნების შემდეგ რუსეთში ორი
კვირით დააკავეს. ეს ფაქტი აფხაზურმა ოპოზიციამ პოლიტიკურ ზეწოლად შეაფასა.
ამავე დროს რეგიონში
მიმდინარე საზოგადოებრივი პროტესტები, მათ შორის რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმებების
წინააღმდეგ, შესაძლოა ხელის შემწყობი ფაქტორი აღმოჩნდეს ოპოზიციონერი არძიმბას პოლიტიკაში
აქტიური დაბრუნებისთვის.
The case of
former de facto deputies of South Ossetia’s de facto parliament, David Sanakoyev,
Garry Muldarov and Dzambolat Medoyev, who are appealing the decision to revoke
their citizenship of the Russian Federation, remains unresolved to date.
To silence critical media, “Georgian Dream” tries to use financial sanctions. Following several television, online and radio broadcasters, regional media have now also been affected.
Issuance of movement permits, required for travel within and beyond Akhalgori district, has been resumed.