აფხაზეთში კორუფცია
დიდი ხანია გასცდა ცალკეული სამართალდარღვევების ფარგლებს და სისტემურ კრიზისად იქცა,
რომელიც მოიცავს სახელმწიფო მმართველობის ყველა სფეროს მოიცავს. დე ფაქტო მთავრობის
მოჩვენებითი განახლებისა და საკადრო ცვლილებების ფონზე, საზოგადოებაში სულ უფრო ხშირად
ისმის კითხვა: შეუძლია თუ არა უბრალო „სახეების ცვლილებას“ წლების განმავლობაში ნაშენი
კორუფციული მანქანის დამსხვრევა?
კორუფციის მსაშტაბებზე
საუბრობს გადასახადებისა
და მოსაკრებლების ყოფილი ე.წ. მინისტრის, დაურ კურმაზია
და კორუფცია სამ ძირითად დონედ ყოფს:
კორუფციის ყველაზე
თვალსაჩინო გამოვლინება რამდენიმე კრიტიკულ სფეროზე მოდის. პირველი ენერგეტიკაა,
სადაც გადასახადების არაეფექტური შეგროვება და ჩრდილოვანი მოხმარება მუდმივ კრიზისებს
იწვევს. არანაკლებ პრობლემურია მიწისა და ქონებრივი ურთიერთობები (ნაკვეთების
უკანონო გამოყოფა, მანიპულაციები კომერციული უძრავი ქონებით) და ტურიზმისა და ვაჭრობის
სექტორი, სადაც ნეპოტიზმი და ჩრდილოვანი ფინანსური ნაკადები თავისუფალი ბიზნესის
განვითარებას ხელს უშლის.
აფხაზეთში კორუფციაზე
საუბრისას შეუძლებელია გვერდი აუაროთ რუსეთის ფედერაციის როლს, რომელიც რეგიონის კორუფციული
ჭაობის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი და ბენეფიციარია. ეს გავლენა ორ ძირითად ასპექტში
ვლინდება:
აფხაზეთში კორუფციასთან
საბრძოლველად არსებობს ე.წ. „ანტიკორუფციული კანონი“ და საჯარო მოხელეთა
შემოსავლების დეკლარირების სისტემა, თუმცა ისინი მხოლოდ ფურცელზე რჩება. დაურ კურმაზია
მიიჩნევს, რომ წარუმატებლობის მიზეზი ბრძოლის არასწორი სტრატეგია და საზოგადოებრივი
ანგარიშვალდებულების დეფიციტია. მისი თქმით, „ყველა ბოროტების სათავე უმნიშვნელო ხელფასია“,
რაც მოხელეებს არაფორმალური შემოსავლის ძიებისკენ უბიძგებს.
გარდა ამისა, პრობლემა
თავად საზოგადოებაშიცაა, სადაც პრობლემის გააზრება ნაკლებად ხდება და არჩევნების პერიოდშიც
ამომრჩეველი კანდიდატს საკუთარი მერკანტილური მიზნებისთვის ირჩევს.
ამ მოცემულობას
არ ეგუება ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოება. საინიციატივო ჯგუფები რეგულარულად მართავენ
აქციებს და ითხოვენ რეალური ანტიკორუფციული მექანიზმების ამოქმედებას. მათი მთავარი
მოთხოვნაა საერთაშორისო სტანდარტებთან მიერთება, კერძოდ, გაეროს კორუფციის წინააღმდეგ
კონვენციის მე-20 მუხლის (უკანონო გამდიდრების შესახებ) რატიფიცირება, რაც ჩინოვნიკებს
აიძულებს ახსნან თავიანთი ქონების წარმომავლობა.
არსებული კრიზისიდან
გამოსავალი მხოლოდ კოსმეტიკურ საკადრო წმენდაში არ არის. აუცილებელია საზოგადოებაში
გაჩნდეს ანგარიშვალდებულებისა და კონტროლის მექნიზმების დანერგვის მოთხოვნილება. წინააღმდეგ
შემთხვევაში, აფხაზეთი კვლავ დარჩება რუსული ოლიგარქიული ინტერესებისა და ადგილობრივი
კლანების კორუფციულ ტყვედ.
14 მაისს, DRI-იმ ახალგორელი აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის საქმეზე გაეროს თვითნებური დაკავებების სამუშაო ჯგუფთან კომუნიკაცია წარადგინა.
The agreement
“On the Deepening of Allied Cooperation”, signed in the Kremlin on 9 May between Vladimir Putin and the de facto leader of South Ossetia, Alan Gagloev,
implies the practical annexation of the region.
On 6 May, the Committee of Ministers of the Council of Europe adopted its 13th decision concerning the conflict in Georgia, once again expressing its “unequivocal support” for Georgia’s sovereignty, independence and territorial integrity.