GEO   ENG
სიახლეები
რუსეთის მიერ აფხაზეთის ეკონომიკურ ანექსიის პროცესი შეუქცევადი ხდება
20.07.2026

რუსეთისა და ე.წ. აფხაზეთის მთავრობებს შორის 2030 წლამდე მოქმედი შეთანხმება წლის დასაწყისში გაფორმდა, რაც ძირითადი საბიუჯეტო სფეროების თანამშრომელთა ხელფასების ეტაპობრივ გაზრდას გულისხმობს, ეს კი წარმოადგენს კრემლის მხრიდან იმ ძირითადი ფინანსურ ბერკეტებს გამოყენების დაკანონებას, რომელიც ეკონომიკური ანექსიის პროცესს შეუქცევადს გახდის.

შეთანხმების თანახმად იზრდება ხელფასები: სამეცნიერო თანამშრომლებისთვის, საშუალოდ 64 ათას რუბლი იქნება; ექიმებისთვის  58,2 ათას რუბლი; მასწავლებლებისთვის 32,6 ათასი და კულტურის სფეროს თანამშრომლებისთვის 28,9 ათას რუბლი.

ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგანგებო სიტუაციების სამინისტრო, გენერალური პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და სახელმწიფო დაცვის სამსახური მნიშვნელოვან ფინანსურ დაფინანსებას მიიღებენ. ძალოვანი სტრუქტურების ლოიალობის მოპოვება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს შეუფერხებელი ე.წ. ინტეგრაციის პროცესს.

შეთანხმება ასევე ითვალისწინებს შინაგან საქმეთა ორგანოების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის შექმნას. პრაქტიკულად, ეს ნიშნავს აფხაზეთის პოლიციის პირდაპირ ინტეგრაციას კრემლის ძალოვან უწყებებთან.

შეთახმების მეორე მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ფინანსური ანგარიშგების სისტემის დამკვიდრებაც. ამ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული ყველა ფინანსური გადარიცხვა სანქცირებული VTB ბანკის მეშვეობით განხორციელდება. აფხაზეთის ფინანსთა სამინისტრო ვალდებულია რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ყოველთვიურად წარუდგინოს დეტალური ანგარიშგება. გარდა ამისა, რუსეთი მიიღებს წვდომას აფხაზეთის ცალკეულ საკორესპონდენტო ანგარიშებსა და ხაზინის პროგრამული უზრუნველყოფის მონაცემებზე. არსებული სისტემის დამკვიდრება წარმოადგენს კრემლის მიერ ფინანსური ზედამხედველობის უპრეცედენტო დონეს.

რუსული „იურისდიქცია“ აფხაზეთზე: ჟურნალისტი, რომელსაც რუსეთში არასდროს უცხოვრია, ვლადიკავკაზში დააჯარიმეს

2026 წლის 31 აგვისტოს ვლადიკავკაზის სასამართლოს გადაწყვეტილებით, აფხაზი ჟურნალისტი ნიზფა არშბა 30 ათასი რუბლით, დაახლოებით 353 დოლარით, დაჯარიმდა. 

12.10.2026
სექტემბერი — ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული გავლენების გაფართოების თვე

სექტემბერი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთში რუსული გავლენების გაფართოების თვედ შეგვიძლია მივიჩნიოთ. 

06.10.2026
კანონი გრანტების შესახებ: 2025 წლის შეზღუდვები და 2026 წლის ცვლილებები

კანონი გრანტების შესახებ არ წარმოადგენს დამოუკიდებელ რეგულაციას. იგი 2023 წლიდან ჩამოყალიბებული მრავალშრიანი საკანონმდებლო ჩარჩოს ნაწილია.

05.10.2026