რუსეთისა და
ე.წ. აფხაზეთის მთავრობებს შორის 2030 წლამდე მოქმედი შეთანხმება წლის დასაწყისში
გაფორმდა, რაც ძირითადი საბიუჯეტო სფეროების თანამშრომელთა ხელფასების ეტაპობრივ გაზრდას გულისხმობს, ეს კი წარმოადგენს კრემლის მხრიდან იმ ძირითადი
ფინანსურ ბერკეტებს
გამოყენების დაკანონებას, რომელიც
ეკონომიკური ანექსიის პროცესს შეუქცევადს
გახდის.
შეთანხმების თანახმად იზრდება ხელფასები: სამეცნიერო თანამშრომლებისთვის, საშუალოდ 64 ათას რუბლი იქნება; ექიმებისთვის
58,2 ათას რუბლი; მასწავლებლებისთვის
32,6 ათასი და კულტურის სფეროს თანამშრომლებისთვის 28,9 ათას რუბლი.
ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის
შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგანგებო სიტუაციების სამინისტრო, გენერალური პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და სახელმწიფო დაცვის
სამსახური მნიშვნელოვან ფინანსურ დაფინანსებას მიიღებენ. ძალოვანი სტრუქტურების ლოიალობის მოპოვება კიდევ ერთხელ
ხაზს უსვამს შეუფერხებელი ე.წ. ინტეგრაციის პროცესს.
შეთანხმება ასევე
ითვალისწინებს შინაგან საქმეთა ორგანოების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის შექმნას. პრაქტიკულად, ეს ნიშნავს აფხაზეთის
პოლიციის პირდაპირ ინტეგრაციას კრემლის ძალოვან უწყებებთან.
შეთახმების მეორე მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ფინანსური ანგარიშგების
სისტემის დამკვიდრებაც. ამ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული ყველა
ფინანსური გადარიცხვა სანქცირებული VTB
ბანკის
მეშვეობით განხორციელდება.
აფხაზეთის ფინანსთა სამინისტრო ვალდებულია რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ყოველთვიურად წარუდგინოს დეტალური ანგარიშგება. გარდა ამისა, რუსეთი მიიღებს წვდომას აფხაზეთის ცალკეულ საკორესპონდენტო ანგარიშებსა და ხაზინის პროგრამული
უზრუნველყოფის მონაცემებზე. არსებული სისტემის დამკვიდრება
წარმოადგენს კრემლის მიერ ფინანსური ზედამხედველობის უპრეცედენტო დონეს.
ოკუპირებულ აფხაზეთში აგვისტო საწვავის მწვავე დეფიციტითა და მრავალსაათიანი რიგებით დაიწყო.
The de facto Parliament of Abkhazia has adopted a legislative initiative to prevent unlawful interference by foreign nationals and stateless persons in the political life and electoral processes of occupied Abkhazia.
DRI comments on the statement made by MMA fighter Giorgi Kartvelishvili during a press conference held on 27 July 2026 regarding the establishment of the so-called People's Movement.