კანონი გრანტების შესახებ არ
წარმოადგენს დამოუკიდებელ რეგულაციას. იგი 2023 წლიდან ჩამოყალიბებული მრავალშრიანი
საკანონმდებლო ჩარჩოს ნაწილია, რომელიც ასევე მოიცავს კანონს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის
შესახებ (2024), უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტს (2025) და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
და სისხლის სამართლის კოდექსებში შეტანილ თანმდევ ცვლილებებს[1] ერთობლიობაში, ეს ზომები მნიშვნელოვნად
აფართოებს დამოუკიდებელი ორგანიზაციების, მედიებისა და ფიზიკური პირების რეგისტრაციის,
დაფინანსებისა და საქმიანობის სახელმწიფო რეგულირებას და აჩენს კითხვებს სამართლებრივი
განსაზღვრულობისა და „კანონის ხარისხის“ მოთხოვნებთან დაკავშირებით.
ეს ზომები ქმნის ურთიერთგამაძლიერებელი რეგულირებისა და აღსრულების მექანიზმებს. ორგანიზაციებს შეიძლება დაეკისროთ რეგისტრაციისა და ინფორმაციის გამჟღავნების მოთხოვნები, უცხოურ დაფინანსებაზე წვდომის შეზღუდვები, მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი სანქციები და, გარკვეულ გარემოებებში, მათ მიმართ შეიძლება დაიწყოს სისხლისსამართლებრივი გამოძიება ეროვნული უსაფრთხოების შესახებ დებულებების საფუძველზე, მათ შორის ისეთი დანაშაულებისთვის, როგორიცაა „საბოტაჟი“, „უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება“, „სახელმწიფო ღალატი“ და ახლახან შემოღებული დანაშაული — „ექსტრემიზმი საქართველოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“. ზოგიერთი ამ დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელი შვიდი წლიდან უვადო თავისუფლების აღკვეთამდე მერყეობს.
ეს სამოქმედო ჩარჩო უკვე აღარ არის მხოლოდ სამომავლო გამოყენებაზე გათვლილი. 2025 წლიდან პროკურატურამ, საბოტაჟთან დაკავშირებულ ბრალდებებზე დაფუძნებული გამოძიებების ფარგლებში, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ანგარიშები დააყადაღა და დაიწყო სისხლისსამართლებრივი გამოძიებები, რომლებშიც კონკრეტულად დასახელებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და მათი წარმომადგენლები ფიგურირებენ.[1] ამავდროულად, საკანონმდებლო ჩარჩომ გააფართოვა იმ გარემოებათა წრე, როდესაც უცხოურმა დაფინანსებამ და მასთან დაკავშირებულმა საქმიანობამ შეიძლება გამოიწვიოს ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
DRI-ის შეფასებით, ეს მოვლენები
მნიშვნელოვნად ზღუდავს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომ სამართლებრივ
და ფინანსურ სივრცეს და კონკრეტულ სამართლებრივ რისკებს უქმნის ამ სფეროში მოქმედ ორგანიზაციებსა
და ფიზიკურ პირებს. საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დაკავებებსა
თუ დახურვას არ მიუღია ისეთი მასშტაბი, როგორიც შეინიშნება ევრაზიის რეგიონის ზოგიერთ
უფრო კონსოლიდირებულ ავტორიტარულ სისტემაში, მათ შორის რუსეთში, ბელარუსსა და აზერბაიჯანში.
ეს განსხვავება კვლავ მნიშვნელოვანია. ამავდროულად, ასეთი მასშტაბის აღსრულების არარსებობა
არ ამცირებს არც უკვე შექმნილი სამართლებრივი უფლებამოსილებების და არც უკვე განხორციელებული
აღსრულების ღონისძიებების მნიშვნელობას.[1]
[1]2025 წლის დეკემბერში, BBC
Eye-ის გამოძიების — “When
Water Burns – The Fight for Georgia” — გამოქვეყნების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ ადგილობრივი ექსპერტები, მოწმეები, ადამიანის უფლებათა დამცველები და ჟურნალისტები გამოკითხვაზე დაიბარა „უცხოეთის ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების“ სავარაუდო ფაქტზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით — დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც დოკუმენტურ ფილმში გამოითქვა ვარაუდი, რომ 2024 წლის დეკემბერში საქართველოში საპროტესტო აქციების დაშლისას სახელმწიფომ აკრძალული ქიმიური ნივთიერება — CN გაზი
(“Camite”) — გამოიყენა. მხოლოდ ხუთი დღის განმავლობაში ჩატარებული მოკვლევის შემდეგ, რომლის შედეგადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადგინა, რომ ქიმიური ნივთიერებები გამოყენებული არ ყოფილა, სამსახურმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლი) გამოძიება შეწყვიტა, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით მიმდინარე გამოძიება კვლავ ღიად დატოვა. იხ.:
Amnesty International, “Georgia: Government’s alleged use of toxic chemicals
against protestors calls for international investigation and complete embargo
on all policing equipment”, 5 დეკემბერი 2025, ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.amnesty.org/en/latest/news/2025/12/georgia-governments-alleged-use-of-toxic-chemicals-against-protestors-calls-for-international-investigation-and-complete-embargo-on-all-policing-equipment/; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, “ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში”, 06 დეკემბერი 2025, ხელმისაწვდომია ბმულზე: https://ssg.gov.ge/news/1060/brifingi-saxelmtsifo-usafrtxoebis-samsaxurshi
2026 წლის 17 მარტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ყოფილი სახალხო დამცველი და ადამიანის უფლებათა დამცველი უჩა ნანუაშვილი დაიბარა ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის სპეციალურ მომხსენებელთან მისი კომუნიკაციის გამო, რამდენიმე დღის შემდეგ, რაც მან, თავისი მანდატის ფარგლებში, საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესების შესახებ კრიტიკული ანგარიში გამოაქვეყნა. იხ.:
Civil.ge, “ყოფილი სახალხო დამცველი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოსკოვის მექანიზმის ექსპერტთან „კომუნიკაციის“ საკითხზე დაიბარეს”, 17 მარტი 2026, ხელმისაწვდომია ბმულზე: https://civil.ge/ka/archives/725567
[1]საქართველოს პროკურატურა, 2025 წლის 17 მარტის (სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჯგუფების, მათ შორის Human
Rights House Foundation-ის, წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი გამოძიების დაწყების შესახებ) და 2025 წლის 29 აპრილის (საბანკო ანგარიშების დაყადაღების / საცხოვრებელი სახლებისა და პირადი ჩხრეკების დაწყების შესახებ) განცხადებები, ხელმისაწვდომია ბმულზე: https://pog.gov.ge/news/saqartvelos-prokuraturis-gantskhadeba-4736 და https://pog.gov.ge/news/saqartvelos-prokuraturis-gantskhadeba-4770
[1]JamNews, “იურისტის კომენტარი: რა კანონები მიიღო ოცნებამ 2024-2026 წლებში ეტაპობრივად, სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად”, 05 მარტი 2026, ხელმისაწვდომია ბმულზე: https://jam-news.net/ge/ocnebis-represiuli-kanonebi-2/
სექტემბერი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთში რუსული გავლენების გაფართოების თვედ შეგვიძლია მივიჩნიოთ.
ხელისმომწერი ორგანიზაციები, მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე.
ოკუპირებულს სამხრეთ ოსეთში რუსეთი ფინანსური “მხარდაჭერის” ახალ ეტაპს იწყებს.