GEO   ENG
სიახლეები
როგორ შეიცვალა ცხოვრება ახალგორში პანდემიის შემდეგ?
16.04.2020
აპრილის დასაწყისში ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა მთავარ საგარეო საფრთხედ საქართველოში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელება დაასახელა.

გამძაფრებული დისკრიმინაცია

ამ ფონზე, დე ფაქტო უწყებებისთვის მთავარი „ეჭვმიტანილი“ ახალგორში მცხოვრები ქართული მოსახლეობაა. ადგილობრივი მოსახლეობა ეჭვობს, რომ დე ფაქტო უშიშროების წარმომადგენლები მიზანმიმართულად ქმნიან ფონს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის დასარწმუნებლად, რომ ვირუსის გავრცელდება ახალგორის ქართული მოსახლეობის მხრიდან განზრახ მოხდება. ერთ-ერთი სცენარის მიხედვით, შესაძლებელია თბილისიდან უკანონოდ „გადმოიპაროს“ ვირუსით დაინფიცირებული პირი, რომელიც ინფექციას გაავრცელებს. ახალგორის მოსახლეობას ამ კონტექსტში მუდმივად ახსენებენ საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებ მათ ახლობლებსა და ოჯახის წევრებს.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ინფორმაციით, ახალგორის რაიონში მომატებულია დისკრიმინაციულად, დაუსაბუთებელი ვარაუდით მოსახლეობის თვითიზოლაციაში მოქცევის მოთხოვნა.

პანდემიასთან ბრძოლის მზაობა

მიუხედავად დე ფაქტო უწყების წარმომადგენელის არაერთი განცხადებისა, რომ ისინი პანდემიასთან ბრძოლისთვის მზად არიან, სამედიცინო დაწესებულებებში ვითარება კრიტიკულია. საჯარო წყაროებით გავრცელებულმა წერილმა, რომ ადგილობრივმა ექიმმა უარი განაცხადა საკარანტინო სივრცეში მოხვედრილი პაციენტების მომსახურებაზე,  რადგან საავადმყოფოს ექიმებისათვის საჭირო აღჭურვილობის  არ გააჩნდა, დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ექიმს დაემუქრნენ და სამსახურიდან წასვლა მოსთხოვეს, თუმცა, მოგვიანებით, საავადმყოფოს ეკიპირება და თავდაცვის საშუალებები გადასცეს.

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გამო, ოფიციალურად აიკრძალა სარიტუალო სუფრები, დაიკეტა მაღაზიები და სილამაზის სალონები, აკრძალვას ბევრი არ ემორჩილება. მოიკოჭლებს აკრძალვების აღსრულების მექანიზმიც.

არაკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება

ბოლო პერიოდში ახალგორში ორი ადამინი გარდაიცვალა, რის მიზეზადაც ადგილობრივები სამედიცინო პერსონალის გულგრილობას და ახალგორის საავადმყოფოში კვალიფიცირებული სამედიცინო დახმარებისთვის საჭირო პრეპარატების და სამედიცინო ინვენტარის უქონლობას ასახელებენ. ამჟამად ახალგორის საავადმყოფოში ორი მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი იმყოფება, რომლებიც გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებენ. „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ახალგორში მყოფი პაციენტების  საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სამედიცინო დაწესებულებებში გადმოსაყვანად მის ხელთ არსებული ყველა რესურსი გამოიყენოს.

სამხრეთ ოსეთისთვის ახალი ფინანსური პაკეტი: ინფრასტრუქტურიდან სოციალურ მხარდაჭერამდე — როგორ იცვლება რუსეთის დაფინანსების პრიორიტეტები

ოკუპირებულს სამხრეთ ოსეთში რუსეთი ფინანსური “მხარდაჭერის” ახალ ეტაპს იწყებს. 

17.09.2026
რუსეთის მოქალაქეობა „შეღავათიან“ ფასად - მოსკოვის საშეღავათო პოლიტიკის ფარული განზრახვები

რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონისა და დნესტრისპირეთის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის. 

28.08.2026
სახელმწიფოს მიერ ხელშეწყობილი სიძულვილის ენა და სიძულვილის ენის პრევენცია საქართველოში

უკვე წლებია, ხელისუფლებაში მყოფი პარტია  მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილ პირებს დამამცირებელი, მუქარის შემცველი და მასტიგმატიზებელი ენით მიმართავს.

27.08.2026