GEO   ENG
სიახლეები
ულტრამემარჯვენე ძალების გზავნილები ქალთა უფლებებისა და ლგბტ+ თემის წინააღმდეგ
12.05.2020
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ აგრძელებს ულტრამემარჯვენე ჯგუფებისა და მათი ლიდერების დისკურსის კვლევას სოციალურ და ონლაინ მედიაში.

ულტრამემარჯვენე ჯგუფები ქალთა უფლებების წინააღმდეგ

მაისის დასაწყისში ულტრამემარჯვენე ჯგუფების სამიზნე  საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე გახდა. მისმა განცხადებამ შესაძლო საკანონმდებლო ცვლილების თაობაზე, რომლის თანახმადაც, პარტნიორის თანხმობის გარეშე სქესობრივი კავშირის დამყარება დასჯადი ქმედება გახდება რეგისტრირებული ქორწინების შემთხვევაშიც, ულტრამემარჯვენე ფეისბუქ გვერდებზე „ანტი-პარადოქსი“ და „Geo Pepe” ანტიფემინისტური და მიზოგენური გზავნილები გააქტიურა. ინიციატივას გამოეხმაურა ულტრა-მემარჯვენე ალტ-ინფოც. მათ მიერ გავრცელებულ ვიდეო-მიმართვაში გუგული მაღრაძის საკანონმდებლო ინიციატივა შეფასებულია, როგორც „კატასტროფული, სოციალური და პოლიტიკური იარაღი ფემინისტების ხელში.“ ვიდეო-მიმართვაში წამყვანი ბრალს სდებს „დასავლელ პარტნიორებს“ და ევროპას მორიგი „ლიბერასტული დირექტივის“ თავს მოხვევისთვის. მიმართვა შეიცავს დამაკნინებელ, ცინიკურ ეპითეტებს ფემინისტების, მათ შორის, უფლებამდაცველი ბაია პატარაიას მისამართით. გუგული მაღრაძის საკანონმდებლო ინიციატივას ულტრამემარჯვენე ლიდერი და ალტ-ინფოს დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია 9 მაისს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოეხმაურა და ის შეაფასა, როგორც „ქართული ოცნების მიერ ერის დივერსია.“

ულტრამემარჯვენე ჯგუფების ტრანსფობიური გზავნილები ლგბტ+ თემის წინააღმდეგ

30 აპრილს, თბილისის მერიასთან, ტრანსგენდერი ქალის მიერ სუიციდის მცდელობამ  ულტრამემარჯვენე დისკურსში ტრანსფობიური გზავნილები გააქტიურა. მედია საშუალებებმა „primetime“ და „ახალი თაობა“ 4 მაისს გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ულტრამემარჯვენე ლიდერი ლევან ვასაძე „ალტ-ინფოს“ ჯგუფთან ერთად მზად იყო ტრანსგენდერ ქალს, რომელმაც თავის დაწვა სცადა, ფინანსურად დახმარებოდა. საინფორმაციო სტატიების პირველწყაროს „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლის კონსტანტინე მორგოშიას ფეისბუქ სტატუსი წარმოადგენდა. აღნიშულ ინფორმაციას ალტ-ინფოს პირდაპირ ეთერში ლევან ვასაძე გამოეხმაურა და ინფორმაციას მის მიერ ტრანსგენდერების შესაძლო დაფინანსების შესახებ ლიბერალური მედიის მხრიდან ცილისწამება და მის წინააღმდეგ დეზინფორმაციის ბინძური კამპანია უწოდა. ვიდეო-ჩართვაში „ალტ ინფოს“ წამყვანმა ტრანსგენდერი ქალი ფსიქიკური დაავდების მქონე ადამიანად მოიხსენია. ახალ ფეისბუქ სტატუსში, სადაც თავისი თავდაპირველი სტატუსი „განმარტა“, ტრანსგენდერები „ავადმყოფ ადამიანებად“ მოიხსენია კონსტანტინე მორგოშიამაც.

ლევან ვასაძის ვიდეო მიმართვა გააზიარეს ულტრამემარჯვენე რიტორიკის ფეისბუქ გევრდებმა „კარდჰუ“ და „მსოფლიო საოჯახო კონგრესი“. 

3 მაისს ულტრამემარჯვენე საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის „ქართული იდეის“ ლიდერმა ლევან ჩაჩუამ რელიგიურ მოტივებზე დაყრდნობით გაავრცელა ტრანსფობიური განცხადება - „უკიდურეს ფარისევლობას და ვაი-პროგრესულობას წარმოადგენს მზაობა ლგბტ თემის ფინანსური დახმარებისთვის. ღმერთმა ყველა ცოდვილი და ვაი-მეცენატი დააფიქროს საშინელ სამსჯავროზე.”

მკვეთრად ჰომოფობიური იყო „ქართული იდეის“ ახალგაზრდული ფრთის ლიდერის გეგა გიორგი ხვედელიძის 9 მაისს გამოქვეყნებული ფეისბუქ პოსტიც. მან ლგბტ+ თემის წარმომადგენლები დამაკნინებელი ტერმინებით მოიხსენია. „მამათმავალთან არავითარი კავშირი, ურთიერთობა არ შეიძლება. ეს უმთავრესი დებულებაა, რომელსაც უნდა იცავდეს ქრისტიანი“ - ასე გამოეხმაურა ის ტრანსგენდერი ქალის დაფინანსებისა და დახმარების კამპანიას სოციალურ ქსელში.
DRI: ქართულმა სახელმწიფომ ფაქტობრივად უგულებელყო ევროსასამართლოს მოთხოვნა და აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ქვეყნიდან გააძევა

სახელმწიფომ,  აზერბაიჯანელი ჟურნალისტი მიმართ მიღებული გადაწყვეტილებით, უხეშად დაარღვია ადამიანის უფლებები, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და მოქმედი კანონმდებლობა.

06.04.2026
რუსული რბილი ძალის გაგრძელება ოკუპირებულ რეგიონებში

რუსეთი კვლავ განაგრძობს რბილი ძალით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ მიზანმიმართულ ქმედებებს. 

02.04.2026
ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის მიმოხილვა

ანტიკორუფციული ბიურო ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების ფარგლებში, 2022 წელს შეიქმნა. რეკომენდაცია ანტიკორუფციული ორგანოს დამოუკიდებლობასა და ფუნქციურ გაძლიერებას ითვალისწინებდა.

25.03.2026