GEO   ENG
სიახლეები
ახალგორში მოსახლეობის „პასპორტიზაციის“ პროცესი განახლდა
25.06.2020
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, ოკუპირებულ ახალგორში პასპორტიზაციის პროცესი განახლდა. ოსურ მოქალაქეობას იმ ადამიანებს ანიჭებენ, ვინც გამშვები პუნქტის პერმანენტული ჩაკეტვის გამო, ვერ ახერხებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას, კუთვნილი პენსიის მიღებას და ამის გამო,  ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში საარსებო წყაროს გარეშე იმყოფება.

ამჟამად მოქალაქეობა გამარტივებული წესით რამოდენიმე ათეულმა საპენსიო ასაკში მყოფმა პირმა მიიღო. საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, მათ ოსური პენსია დაენიშნებათ.

ახალგორელებისთვის ე.წ. „მოსაბრუნის“ გამშვები პუნქტი ბოლოს მიმდინარე წლის 24 იანვარს გაიხსნა[1], ისიც, შეზღუდული პერიოდით. გადაადგილება ნებადართული იყო მხოლოდ მათთვის, ვინც პენსიას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იღებდა და შესაბამისი საშვის მქონე რამოდენიმე ათეული პირისთვის.

გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა და ამ მიმართულებით დაწესებული ხელოვნური ბარიერები, საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს რთული არჩევანის წინაშე აყენებს. საარსებო წყაროს მოსაპოვებლად მათ უწევთ   საქართველოს მოქალაქეობის დათმობა. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, მოსახლეობა ამ ნაბიჯამდე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ნაკლებად ეფექტიანმა პოლიტიკამ მიიყვანა, რომელმაც ვერ უზრუნველყო მოსახლეობის ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის - ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პენსიონერების დახმარება.

ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანები, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისგან განსხვავებული გამოწვევების წინაშე დგანან, შესაბამისად, მათთვის განსაკუთრებული მხარდამჭერი მექანიზმებია შესაქმნელი.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, არსებულ პროგრამებთან ერთად, თითოეული პენსიონერისთვის, რომელიც საქართველოს არაკონტორლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობს, განსხვავებული ფინანსური დახმარების სახელმწიფო პროგრამა შეიმუშაოს.
 
[1] დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორელების ნაწილისთვის ე.წ. საზღვარი დროებით გახსნა https://www.radiotavisupleba.ge/a/30394657.html
რუსეთის ინიციატივები და საქართველოს წინაშე არსებული დიპლომატიური გამოწვევები

რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას. 

29.10.2026
მედიის თავისუფლება და ინფორმაციის მიღების უფლება საქართველოში

2024–2026 წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ინსტიტუციურმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.

28.10.2026
ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების შესუსტება საქართველოში: საკანონმდებლო, პოლიტიკისა და ინსტიტუციური ცვლილებების მიმოხილვა

ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში 2024–2026 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს და მათ გავლენას ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეზე. 

27.10.2026