GEO   ENG
ანგარიშები
ულტრამემარჯვენე აქტივისტების ბიოგრაფიულ-ნარატიული ინტერვიუების ანალიზი
02.07.2020
წარმოდგენილი ანალიზი ეყრდნობა თორმეტი ულტრამემარჯვენე აქტივისტის მონათხრობს. რამდენიმე მათგანი თავს ეთნო-ნაციონალისტად მიიჩნევს, ნაწილი - კონსერვატორად. ერთ-ერთი ეროვნული მოძრაობის წევრი იყო და საკუთარ თავს პატრიოტ აქტივისტს უწოდებს. მრავალფეროვანია მათი აქტივიზმის ისტორიაც. სამი რესპონდენტი ულტრამემარჯვენე ჯგუფ 1 ის „ქართული ძალის“ მიმდევარი იყო, ერთი 2- ჯგუფ „კარდჰუს“ წევრი, სამმა რესპონდენტმა კი თავი „საქართველოს ეროვნული 3ე რთობის“ წევრად წარმოგვიდგინა. გამოკითხულთაგან ერთი აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. ორ-მა კი განაცხადა, რომ ულტრამემარჯვენე ფლანგის დამოუკიდებელი, ნაციონალისტი აქტივისტები არიან და ყოველგვარი ჯგუფებში გაწევრიანების გარეშე ეწევიან „სამოქალაქო აქტივიზმს“. ორმა რესპონდენტმა ინტერვიუს დროს აღნიშნა,  რომ ისინი საკუთარ თავს ულტრამემარჯვენე აქტივისტებს არ მიაკუთვნებენ და წლების წინ მათი ჩართვა ულტრანაციონალისტურ აქციებში მხოლოდ არაინფორმირებულობით იყო განპირობებული. რესპოდენტთა თქმით, უნივერსიტეტში სწავლისა და პოლიტიკურ იდეოლოგიებში გარკვევის შემდეგ, აღარ სურთ „ულტრანაციონალისტის“ იარლიყის ტარება და დღევანდელი მოცემულობით, ასევე, არ სურთ რაიმე საერთო ჰქონდეთ საკუთარ წარსულთან. 

რესპოდენტების შერჩევის დროს რამდენიმე ფაქტორით ვიხელმძღვანელეთ: 

1) ჩვენ მიერ გამოკითხული ყველა რესპონდენტი  უმაღლესი განათლების მქონეა. თითოეულ მათგანს აქვს ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი (ისტორიაში, არქეოლოგიაში, პოლიტიკის მეცნიერებებში და ა.შ), რაც დიდი ალბათობით მიუთითებს მათ გაცნობიერებულ არჩევანზე და სულ მცირე, მინიმალურ ცოდნაზე პოლიტიკური 4იდეოლოგიებისა თუ სამეცნიერო ტერმინების გარშემო.

2) ჩვენი რესპოდენტები აქტიურად და საჯაროდ აქტიურობა სოციალურ მედიაში გამოხატავენ საკუთარ პოზიციებსა და პოლიტიკურ ინტერესებს სოციალურ ქსელ ფეისბუქში. კვლევის მიზნებიდან გამომდინარე, მნიშნელოვანი იყო რესპონდენტებს ჰქონოდათ ჩამოყალიბებული, მკაფიო პოზიცია და ინტერესები ულტრამემარჯვენე, ნაციონალისტური აქტივიზმის შესახებ. 

3) ჩვენი ყველა რესპონდენტი ულტრამემარჯვენე დაჯგუფებების ან იდეოლოგიის ყოფილი ან აქტიური მიმდევარია. მათი გამოცდილება და კოლაბორაცია სხვადასხვა რადიკალურ ჯგუფებთან, მათ შორის, „ქართულ ძალასთან“, „საქართველოს ეროვნულ ერთობასთან“ და „კარდჰუსთან“ იძლევა ულტრამემარჯვენე დისკურსის გამომწვევი მიზეზების შესწავლის შესაძლებლობას საქართველოში. 

საკუთარ აქტივიზმზე და იდეოლოგიაზე საუბრისას რესპონდენტები მეცნიერულ ტერმინებს და სხვადასხვა ქვეყნის მაგალითებს იყენებენ. ასევე, თანმიმდევრულად ხსნიან ულტრამემარჯვენე დისკურსის ძირითად მახასიათებლებს საქართველოში. 

ულტრამემარჯვენე აქტივისტების ბიოგრაფიულ-ნარატიული ინტერვიუების ანალიზი
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში DRI-ის მიერ გაგზავნილი ახალი საქმეები დარეგისტრირდა

2 ოქტომბრის წერილით ცნობილი გახდა, რომ თამარ გიორგაძისა და ე.ჟ.-ს საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ოფიციალურად დარეგისტრირდა.

20.10.2026
DRI: დროებითი მოთავსების იზოლატორი არ არის ხანგრძლივი პატიმრობისთვის განკუთვნილი სივრცე

დროებითი მოთავსების იზოლატორი არ არის ხანგრძლივი პატიმრობისთვის განკუთვნილი სივრცე.

19.10.2026
რუსული „იურისდიქცია“ აფხაზეთზე: ჟურნალისტი, რომელსაც რუსეთში არასდროს უცხოვრია, ვლადიკავკაზში დააჯარიმეს

2026 წლის 31 აგვისტოს ვლადიკავკაზის სასამართლოს გადაწყვეტილებით, აფხაზი ჟურნალისტი ნიზფა არშბა 30 ათასი რუბლით, დაახლოებით 353 დოლარით, დაჯარიმდა. 

12.10.2026