GEO   ENG
სიახლეები
DRI: საქართველოს პარლამენტმა ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს მხარი არ უნდა დაუჭიროს
08.07.2020
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ეხმიანება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონებში შესატან ცვლილებათა პროექტებს და მიაჩნია, რომ მათი არსებული სახით მიიღება მნიშვნელოვნად დააზარალებს საქართველოში არსებულ მედია გარემოს და დაასაბუთებს ეჭვს, ხელისუფლების მხრიდან კრიტიკული მედია საშუალებების მიმართ განხორციელებული სადამსჯელო ღონისძიებების შესახებ.
 
შემოთავაზებული საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება 461-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია უფლებამოსილია კომისიის მიერ ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ პირს სპეციალური მმართველი დაუნიშნოს იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირისათვის დაკისრებული ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას და აღსრულების დაყოვნებამ ან/და ავტორიზაციის შეჩერებამ/ლიცენზიის გაუქმებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას.
 
მიუხედავად კომუნიკაციების კომისიის მიერ გაკეთებული განცხადებისა,[1] რომლის თანახმადაც, ცვლილებები არ ეხება მაუწყებლებს, წარმოდგენილ კანონპროეტში ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელ პირებზე ზოგადი მითითება, ვერ ქმნის ამის გარანტიას. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ტ) პუნქტის თანახმად, რომელიც ტერმინებს განმარტავს, მაუწყებელად ითვლება  ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი; შესაბამისად, კომისიის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ შემოთავაზებული რეგულაციები ეხება „მხოლოდ კრიტიკული ინფრასტრუქტურის მფლობელ ელექტრონული კომუნიკაციების კანონით ავტორიზებულ პირებს და არანაირი კავშირი არ აქვს მაუწყებლებთან“ კანონპროექტში ადრესატთა წრის მკაფიო დაზუსტების გარეშე სარწმუნოდ ვერ ჩაითვლება.
 
გარდა ამისა, წარმოდგენილი კანონპროექტიდან გამომდინარე, ბუნდოვანია სპეციალური მმართველის შერჩევის კრიტერიუმები, მისი ფუნქცია-მოვალეობათა არსი და მოქმედების ფარგლები. კითხვის ნიშნებს ბადებს სპეციალური მმართველის დანიშვნის ვადაც. მაშინ, როდესაც განმარტებითი ბარათის მიხედვით, შემოთავაზებული ცვლილება ემსახურება არსებული პრობლემის სწრაფ და ეფექტურ აღმოფხვრას, სპეციალური მმართველი შეიძლება ორი წლის ვადითაც დაინიშნოს.[2]
 
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის აზრით, პრობლემურია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებებიც, რომლის მიხედვითაც, კომისიის სამართლებრივი აქტების სასამართლოში გასაჩივრება არ გამოიწვევს მათი მოქმედების შეჩერებას. აღნიშნული დანაწესის მიხედვით, მაუწყებლის მიერ სასამართლოში უფლების დაცვა ფორმალურ ხასიათს იძენს, ვინაიდან სამართლებრივ აქტში გათვალისწინებული ღონისძიება და მისი დაუყოვნებლივ აღსრულება შეიძლება მაუწყებლისთვის გამოუსწორებელი ზიანის მომტანი აღმოჩნდეს.
 
მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის მიღება დაუშვებელია შემდეგი საკითხების გათვალისწინების გარეშე:
  • აუცილებელია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 461-ე მუხლში დაკონკრეტდეს ადრესატთა წრე
  • „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში უნდა დაზუსტდეს სპეციალური მმართველის დანიშვნის კრიტერიუმები, უფლება-მოვალეობათა სპექტრი, პასუხისმგებლობის ზომები და მასზე ზედამხედველობის მექანიზმები
  • „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტი უნდა დარჩეს არსებული რედაქციით. კერძოდ, მოსარჩელის მიმართვის შემთვევაში, საქმის განმხილველმა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს კონკრეტული სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება-არშეჩერების მიზანშეწონილობის საკითხი.
 
აღნიშნული საკითხების დაზუსტების გარეშე, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი სახით ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს.
 
[2] განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/256956?
სოხუმში არ სურთ რუსეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების შეძენის უფლება ჰქონდეთ

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა დააინიციირა კანონპროექტი „აფხაზეთის რესპუბლიკის ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლების ღონისძიებების შესახებ“. 

25.07.2024
შსს-თვის მიყენებული 400 ლარიანი ზიანისთვის ხელისუფლება ორ ახალგაზრდას 3-დან 6 წლამდე პატიმრობისთვის წირავს

24 ივლისს, მოსამართლე ნათია გუდაძემ, კიდევ ერთხელ იმსჯელა ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლაზე. 

24.07.2024
შეხვედრა გურჯაანში - „საქართველო ირჩევს ევროპას“

17 ივლისს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა გურჯაანში გამართა შეხვედრა „საქართველო ირჩევს ევროპას.“

19.07.2024