დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა 22-24 ივლისს კონფლიქტით დაზარალებული რეგიონებიდან სამოქალაქო აქტივისტებისთვის და ახალგაზრდებისთვის ფიზიკური და ციფრული უსაფრთხოების ტრენინგი გამართა.
ტრენინგი „დემოკრატიის ევროპული წვლილის“ მხარდაჭერით ჩატარდა და მიზნად ისახავდა სამოქალაქო აქტივისტების უსაფრთხოების მიმართულებით შესაძლებლობების გაძლიერებას.
ტრენინგის მონაწილეებმა მოწვეულ ექსპერტთან ერთად იმსჯელეს სამოქალაქო აქტივისტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ციფრული უსაფრთხოება, ადამიანის უფლებათა დამცველებზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური წნეხი. ძირითადი ყურადღება გამახვილდა საფრთხეების გააზრებასა და შეფასებაზე, თავდასხმების/შეტევების პრევენციასა და მათზე რეაგირებაზე, უსაფრთხოების სტრატეგიისა და გეგმის შემუშავებაზე, უსაფრთხოების კუთხით ორგანიზაციის საქმიანობის შეფასებაზე, სამსახურსა და სახლში უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე, შეარაღებული კონფლიქტის ტერიტორიებზე უსაფრთხოებასა და მსგავს საკითხებზე.