GEO   ENG
კვლევები
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - კომპეტენციათა დუბლირება და პარალელური საგამოძიებო სისტემები
31.07.2020
31 ივლისს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა „თბილისი მარიოტში“ კვლევის „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - კომპეტენციათა დუბლირება და პარალელური საგამოძიებო სისტემები“ პრეზენტაცია გამართა.
 
კვლევის მიზანია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი)  საქმიანობასა და მოქმედ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების გამოვლენა.
 
როგორც წესი, უსაფრთხოების სამსახურების საქმიანობას საიდუმლოობის მაღალის ხარისხი ახასიათებს, რაც მათზე დემოკრატიული კონტროლის/ზედამხედველობის შესაძლებლობას ამცირებს. აღნიშნული სპეციფიკიდან გამომდინარე, უსაფრთხოების სამსახურები მკაცრად უნდა იყვნენ შეზღუდულები ეროვნული უსაფრთხოების ინტერესის დაცვით და არ უნდა ახორციელებდნენ იმ აქტივობებს, რაც აღნიშნულთან არ არის დაკავშირებული.[1]  
 
DRI მიიჩნევს, რომ ეროვნული უსაფრთხოების დაცვასთან შეუსაბამოა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ისეთი ფუნქციები, როგორებიცაა, მაგალითად, კორუფციის თავიდან აცილება. მიუხედავად ამისა, როგორც სუს-იდან მიღებული სტატისტიკა გვიჩვენებს, სამსახურში ყველაზე მეტი დატვირთვა სწორედ ანტიკორუფციულ სააგენტოზე მოდის. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2015 წლის 1 აგვისტოდან 2019 წლის 1 ნოემბრამდე დაიწყო გამოძიება 425 სისხლის სამართლის საქმეზე, მათ შორის: 1) კონტრტერორისტულ ცენტრში - 49 სს საქმეზე; 2) ანტიკორუფციულ სააგენტოში - 291 სს საქმეზე; 3) კონტრდაზვერვის დეპარტამენტში - 63 სს საქმეზე; 4) სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში - 15 სს საქმეზე; 5) სამსახურის გენერალურ ინსპექციაში - 7 სს საქმეზე.
 
კვლევაში ასევე განხილულია საგამოძიებო სტრუქტურათა კომპეტენციების დუბლირებისა და პარალელური საგამოძიებო სისტემების მოქმედების საკითხი.   
 
როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოავლენს დანაშაულის ნიშნების შემცველ ქმედებას, რიგ შემთხვევებში, ავტომატურად იწყებს გამოძიებას. შესაბამისად, ანალოგიურ საქმეებზე შესაძლოა გამოძიება ერთ შემთხვევაში დაიწყოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ხოლო სხვა შემთხვევაში, პროკურატურამ ან სხვა საგამოძიებო სტრუქტურამ, იმის მიხედვით, თუ რომელი უწყება გამოავლენს პირველად დანაშაულის შემცველ ქმედებას. პარალელური საგამოძიებო სისტემების არსებობა კი არასასურველ კონკურენციას, უფლებამოსილების გადამეტებასა და სახელმწიფოს რესურსების არარაციონალურ გადანაწილებას უწყობს ხელს.
 
აღნიშნული სამსახურების მიერ უფლებამოსილების გადაჭარბებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის თავიდან აცილებისათვის, მიზანშეწონილია, უსაფრთხოების სამსახურის კომპეტენცია ნათელად და ამომწურავად რეგულირდებოდეს კანონით. შესაბამისად, კონკრეტული მიზნის მისაღწევად მინიჭებული უფლებები, მხოლოდ ამ მიზნით უნდა გამოყენებოდეს.
 
 
 
[1] Martin Scheinin (UN Special Rapporteur) Compilation of good practices on legal and institutional frameworks and measures that ensure respect for human rights by intelligence agencies while countering terrorism, including on their oversight, 2010, 5


კვლევა „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - კომპეტენციათა დუბლირება და პარალელური საგამოძიებო სისტემები“
რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს ენერგობლოკადა მოუწყო

11 დეკემბრიდან აფხაზეთის მოსახლეობა დენით  დღის განმავლობაში 2 საათი და 48 წუთის განმავლობაში ისარგებლებენ. 

13.12.2024
მშვიდობიან დემონსტრაციებში მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიგრაციის დეპარტამენტში დაუსაბუთებლად იბარებენ

სამართლებრივი დახმარების ქსელის ცხელ ხაზზე ბოლო დღეებში შემოსული ინფორმაციის თანახმად, საპროტესტო აქციებში მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შსს მიგრაციის დეპარტამენტში იბარებენ.

11.12.2024
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება პირების იძულებით გამოკითხვებთან დაკავშირებით

ბოლო დღეებში ხელისუფლება საპროტესტო დემონსტრაციებში მონაწილე და აქტიურ მოქალაქეთა წინააღმდეგ საპოლიციო ტერორის ახალ ფორმებს იყენებს.

11.12.2024