GEO   ENG
სიახლეები
კამპანია „ქართველები აფხაზებისა და ოსებისათვის“
15.08.2020
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტისა და ადამიანის უფლებათა ცენტრის ინიციატივით, ქართული საზოგადოების ნაწილი ვიწყებთ კამპანიას „ქართველები აფხაზებისა და ოსებისათვის“ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრებთა დასახმარებლად.

მოვუწოდებთ ყველა კეთილი ნების ადამიანს შემოგვიერთდეს, ჩვენ  შეგვიძლია დავეხმაროთ ერთმანეთს, წარსულში დავტოვოთ ბოროტება და გავხდეთ უფრო ადამიანურები.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით აფხაზეთში დაინფიცირდა 182 ადამიანი, ხოლო ცხინვალში 89 ადამიანი, ასეულობით ადამიანი იმყოფება კარანტინში და ყოველდღიურად ვირუსის ფართოდ გავრცელების რისკები იზრდება, რასაც ასევე ხელს უწყობს ადგილზე მწირი სერვისები, სამედიცინო ინფრასტურქტურა,  სამედიცინო აღჭურვილობის, დამცავი საშუალებების და პროფესიონალი სამედიცინო მუშაკების სიმცირე.

პანდემია არ ანსხვავებს ადამიანებს ეროვნული თუ სხვა ნიშნით, პანდემია ყველა ადამიანის მტერია და ემუქრება თვითოეულ ადამიანს. წარსულმა ომებმა, ძალადობამ, იზოლაციამ და კონფლიქტების მოუგვარებლობამ ადგილობრივი მოსახლეობა კიდევ უფრო მოწყვლადი გახადა ვირუსისთვის.

წარსულში ჩვენმა ხალხებმა ერთად ბევრი რამ გადაიტანეს, ტკივილიც და სიხარულიც, გამარჯვებაც და დამარცხებაც, მოხდა ბევრი შეცდომაც და დანაშაულიც, რამაც კიდევ უფრო დაგვაშორა. მოვა დრო ამ ყველაფერზე საუბრის და დასკვნების გაკეთების შესაძლებლობა გვექნება, დღეს ამის დრო არაა, დღეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს თითოეული ადამიანის გადარჩენისთვის.

პლატფორმის საშუალებით მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ სასურველი ღირებულების პაკეტი და ჩაერთონ საქველმოქმედო აქციაში. შეგროვილი თანხა  სამედიცინო პერსონალისა და პაციენტებისთვის საჭირო აღჭურვილობის შეძენას მოხმარდება.

აქციაში მონაწილეობისთვის გადადით ბმულზე:

https://fundraiser.ge/index.php?route=product%2Fproduct&product_id=222&fbclid=IwAR0mOvhItOncxg4CJ-1PxSepE5FABNDsjV9Gly8DTcSXWfIJzInl5wvi0u4

კამპანიის ინიციატორები ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით შეძლებენ ამ დახმარების მიტანას ადგილზე და საჯაროდ გამოაქვეყნებენ ინფორმაციას შეგროვილი თანხის ხარჯვის შესახებ.
რუსული „იურისდიქცია“ აფხაზეთზე: ჟურნალისტი, რომელსაც რუსეთში არასდროს უცხოვრია, ვლადიკავკაზში დააჯარიმეს

2026 წლის 31 აგვისტოს ვლადიკავკაზის სასამართლოს გადაწყვეტილებით, აფხაზი ჟურნალისტი ნიზფა არშბა 30 ათასი რუბლით, დაახლოებით 353 დოლარით, დაჯარიმდა. 

12.10.2026
სექტემბერი — ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული გავლენების გაფართოების თვე

სექტემბერი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთში რუსული გავლენების გაფართოების თვედ შეგვიძლია მივიჩნიოთ. 

06.10.2026
კანონი გრანტების შესახებ: 2025 წლის შეზღუდვები და 2026 წლის ცვლილებები

კანონი გრანტების შესახებ არ წარმოადგენს დამოუკიდებელ რეგულაციას. იგი 2023 წლიდან ჩამოყალიბებული მრავალშრიანი საკანონმდებლო ჩარჩოს ნაწილია.

05.10.2026