GEO   ENG
ანგარიშები
თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში
31.08.2020
აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში წლების წინ დასრულებული საომარი მოქმედებების მიუხედავად, უსაფრთხოება ისევ რჩება რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები, უსაფრთხოების არაერთ გამოწვევასთან ერთად, თავისუფლად გადაადგილების უფლების შეზღუდვის წინაშეც დგანან.

მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ორივე რეგიონი საქართველოს განუყოფელ ნაწილად აღიარა, ცენტრალური ხელისუფლება მოცემულ ტერიტორიებზე ფაქტობრივ კონტროლს მაინც ვერ ახორციელებს. მიმდინარე პროცესებზე, პასუხისმგებელი რუსეთის ფედერაციაა, რომელმაც 2008 წლის 26 აგვისტოს ოკუპირებული რეგიონები „სუვერენულ სახელმწიფოებად“ გამოაცხადა. რუსეთი წლებია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ფინანსურ და სამხედრო „დახმარებას“უწევს. შედეგად, ორივე რეგიონი მეტად გახდა რუსეთზე დამოკიდებული და დანარჩენი მსოფლიოსგან იზოლირებული. ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად, ყურადღებას იქცევს მოქალაქეებისთვის გადაადგილების თავისუფლების კუთხით შექმნილი დაბრკოლებები. პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას აფხაზეთის შემთხვევაში - გალში, ხოლო სამხრეთ ოსეთის მხარეს - ახალგორის რაიონში.

ადამიანებს, რომლებმაც კონფლიქტის მიუხედავად საკუთარი სახლები არ დატოვეს, დე ფაქტო უწყებები გადაადგილების თავისუფლების კუთხით სხვადასხვა ბარიერების უწესებენ; როგორიცაა ე.წ. დოკუმენტების შემოღება და საკონტროლო-გამშვები პუნქტების არაპროგნოზირებადი დაკეტვა. ეს საკითხები მოსახლეობის მდომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს, ართმევს მათ სრულფასოვანი ჯანდაცვის სერვისების მიღების, საკვები პროდუქტების, მედიკამენტების შემოტანისა და ოჯახური კავშირების შენარჩუნების შესაძლებლობას. წინამდებარე ანგარიშის მომზადების პერიოდს დაემთხვა ახალგორში მოსაბრუნის საკონტროლო გამშვები პუნქტის ხანგრძლივი დროით ჩაკეტვა, რის გამოც ახალგორი ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე დადგა. გადაუდებელი სამედიცინო საჭიროების მიუხედავად, ადამიანებმა ვერ შეძლეს ახალგორის დატოვება, რითაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა როგორც მათი ჯანმრთელობა, ასევე, რიგ შემთხვევაში, სიცოცხლეც.


თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში


რუსეთის მოქალაქეობა „შეღავათიან“ ფასად - მოსკოვის საშეღავათო პოლიტიკის ფარული განზრახვები

რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონისა და დნესტრისპირეთის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის. 

28.08.2026
სახელმწიფოს მიერ ხელშეწყობილი სიძულვილის ენა და სიძულვილის ენის პრევენცია საქართველოში

უკვე წლებია, ხელისუფლებაში მყოფი პარტია  მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილ პირებს დამამცირებელი, მუქარის შემცველი და მასტიგმატიზებელი ენით მიმართავს.

27.08.2026
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და რუსეთის გავლენები

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2026 წლის 18 სექტემბერს გაიმართება. 

20.08.2026