GEO   ENG
ანგარიშები
მშობლიურ ენაზე განათლების მიღების ხელმისაწვდომობა გალის და ახალგორის რაიონებში
31.08.2020
განათლების უფლება წარმოადგენს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას და გულისხმობს განათლებაზე, როგორც ფიზიკური, ისე ეკონომიკური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. განათლების ხელმისაწვდომობის ერთ-ერთი მთავარი მსაზღვრელია ადამიანისთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია არ აკონკრეტებს, რომელ ენაზე უნდა მიმდინარეობდეს სწავლება, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განათლების უფლებას აზრი დაეკარგებოდა, მისით მოსარგებლეებს მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება რომ არ ქონდეთ.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მაცხოვრებელ ქართველებს განათლების მშობლიურ ენაზე მიღების შესაძლებლობა უკიდურესად შეზღუდული აქვთ, რაც პრაქტიკულად ადგილობრივი რეჟიმების პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილს წარმოადგენს. აღნიშნული ისეთ ქმედებებში ვლინდება, როგორიცაა ქართულ ენაზე განათლების მიღების პირდაპირი აკრძალვა, ქართულენოვანი მასწავლებლების მიზანმიმართული შევიწროება სამუშაო ადგილებზე, ქართულენოვანი სახელმძღვანელოების განდევნა სასწავლო პროგრამებიდან და ქართველი აბიტურიენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელებაში ხელის შეშლა, მათი გადაადგილების შეზღუდვის, ან მათზე სხვა პირდაპირი, თუ ირიბი ზეწოლის გზით.

გალის რაიონში განათლების რუსიფიკაციის პროცესი დიდი ხანია დაწყებულია, ახალგორში კი ქართული ენაზე სწავლების შეზღუდვის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური საანგარიშო პერიოდში გახდა. მშობლიურ ენაზე სწავლების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები მათ მიერვე შერჩეულ უმაღლეს სასწავლებლებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან და სახელმწიფო მათი სწავლის საფასურს სახელმწიფო გრანტის მაქსიმალური ოდენობით დააფინანსებს. აბიტურიენტთა რაოდენობა გასულ 2019 წელს გაორმაგდა, წელს კი დარეგისტრირებულთა რიცხვმა 360-ს გადააჭარბა.

მშობლიურ ენაზე განათლების მიღების ხელმისაწვდომობა გალის და ახალგორის რაიონებში
რუსეთის ინიციატივები და საქართველოს წინაშე არსებული დიპლომატიური გამოწვევები

რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას. 

29.10.2026
მედიის თავისუფლება და ინფორმაციის მიღების უფლება საქართველოში

2024–2026 წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ინსტიტუციურმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.

28.10.2026
ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების შესუსტება საქართველოში: საკანონმდებლო, პოლიტიკისა და ინსტიტუციური ცვლილებების მიმოხილვა

ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში 2024–2026 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს და მათ გავლენას ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეზე. 

27.10.2026