GEO   ENG
სიახლეები
DRI: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და სუსტი საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები
15.09.2020
15 სექტემბერს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა გამართა კვლევის პრეზენტაცია და დისკუსია თემაზე: ,,საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმები და მათი მნიშვნელობა.“
 
დისკუსიის მიზანი იყო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე (სუს-ზე) საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების საკანონმდებლო და პრაქტიკული ნაკლოვანებების წარმოჩენა, აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობა და გამოვლენილი პრობლემების გადაჭრის გზების ძიება.
 
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ახალი რედაქციით,[1] ერთი შეხედვით, გაიზარდა სუსზე კონტროლის მექანიზმები, მაინც რჩება მთელი რიგი საკანონმდებლო ხარვეზებისა, რომელიც სამსახურის საქმიანობას ზედამხედველობის მიღმა სტოვებს. აღნიშნულს კიდევ უფრო ართულებს უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობისთვის დამახასიათებელი საიდუმლოობის მაღალი ხარისხი.
 
DRI-ის მიერ მომზადებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კონტროლის/ზედამეხედველობის სისუსტე გამოწვეულია არა მხოლოდ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზებით, არამედ პოლიტკური მზაობის დაბალი ხარისხით - პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ კონტროლის მექანიზმებს დეპუტატები (განსაკუთრებით მმართველი პარტიის წარმომადგენლები) იშვიათად ან საერთოდ არ იყენებენ.
  
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფართო მანდატის პირობებში, უფლებამოსილების გადაჭარბებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის პრევენციისთვის, აუცილებელია, მასზე სათანადო საპარლამენტო ზედამხედველობა/კონტროლის მექანიზმების არსებობა. ამისთვის კი მნიშვნელოვანია, სათანადო საკანონმდებლო ბაზის შექმნა და პოლიტიკური ნება - პარლამენტის წევრებმა გამოიყენონ მათთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებანი. 
 
[1] პარლამენტის რეგლაენტი, 12.06.2018, იხ. https://matsne.gov.ge/document/view/4401423?publication=13
რუსული „იურისდიქცია“ აფხაზეთზე: ჟურნალისტი, რომელსაც რუსეთში არასდროს უცხოვრია, ვლადიკავკაზში დააჯარიმეს

2026 წლის 31 აგვისტოს ვლადიკავკაზის სასამართლოს გადაწყვეტილებით, აფხაზი ჟურნალისტი ნიზფა არშბა 30 ათასი რუბლით, დაახლოებით 353 დოლარით, დაჯარიმდა. 

12.10.2026
სექტემბერი — ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული გავლენების გაფართოების თვე

სექტემბერი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთში რუსული გავლენების გაფართოების თვედ შეგვიძლია მივიჩნიოთ. 

06.10.2026
კანონი გრანტების შესახებ: 2025 წლის შეზღუდვები და 2026 წლის ცვლილებები

კანონი გრანტების შესახებ არ წარმოადგენს დამოუკიდებელ რეგულაციას. იგი 2023 წლიდან ჩამოყალიბებული მრავალშრიანი საკანონმდებლო ჩარჩოს ნაწილია.

05.10.2026