GEO   ENG
სიახლეები
ახალგორელი აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი დე ფაქტო ხელისუფლების მუქარისა და დაშინების პირისპირ
23.09.2020
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა ახალგორელი აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის საკითხის მოგვარებისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს მიმართვის წერილი გაუგზავნა.
 
სამ წელზე მეტია, ახალგორელი სამოქალო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან ანგარიშსწორების მსხვერპლია. მის წინააღმდეგ მეოთხე წელია მიმდინარეობს გამოძიება აბსურდული ბრალდებით. მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამო, თამარს წლებია შეზღუდული აქვს გადაადგილების თავისუფლება. ახალგორის ჩაკეტვის შემდეგ, მის მონახულებას ოჯახის წევრებიც ვეღარ ახერხებენ.

უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში, თამარ მეარაყიშვილს სოციალურ ქსელებში რაიონის პროკურორი ემუქრება. სადამსჯელო მექანიზმად პროკურორმა აქტივისტისთვის ელექტრო ენერგიის შეწყვეტა გამოიყენა. თამარ მეარაყიშვილს ელექტროენერგიის გათიშვის შესახებ ელექტროენერგიის მიმწოდებელ კომპნიაში აცნობეს, რომ დავალიანება არ აქვს, თუმცა ელექტროენერგია პროკურატურის დავალებით შეუწყვიტეს.

თამარ მეარაყიშვილი ამ ინცინდენტს სამი წლის წინანდელ საქმეს უკავშირებს, სადაც მრიცხველის გაუმართაობის გამო დარიცხული არარეალური დავალიანება ელექტრენერგიის მიმწოდებელი კომპანიის ხელმძღვანელთან შეთანხმებით ჩამოაწერეს. სწორედ ამ თემას იყენებს პროკურორი მუქარისთვის. იგი თამარ მეარაყიშილს ქართული მედიისთვის ე.წ. საიდუმლო ინფორმაციის გადაცემაში ადანაშაულებს და ასევე ბრალს სდებს „ქართულ უშიშროებასთან თანამშრომლობაში“. სწორედ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩარევას უკავშირებს დე ფაქტო პროკურორი თამარისთვის ელექტრო ენერგიის დავალიანების მისი შეფასებით, „უკანონო“ ჩამოწერას.

სამოქალაქო აქტივისტი არსებულ პრობლემებზე ღიად საუბრობს საკუთარ სოციალური ქსელის გვერდზე და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რეაგირებას ელოდება.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა აქამდეც არაერთხელ განაცხადა, რომ ხელისუფლების ძალისხმევა, დახმარება აღმოუჩინოს თამარ მეარაყიშვილს, არასათანადო და არასაკმარისია. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, თამარ მეარაყიშვილის საკითხი 2018 წლის შემდეგ არ დამდგარა მხარეთა დღის წესრიგში როგორც ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის, ასევე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში.

დე ფაქტო ხელისუფლების მუქარის და დაშინების პირისპირ მარტო აღმოჩენილი თამარ მეარაყიშვილის დასახმარებლად, მოგიწოდებთ:

თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ განხორციელებული მუქარის და შანტაჟის შესაწყვეტად, გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა მექნიზმი. ამასთანავე, ეს საკითხი დააყენოთ სექტემბრის ბოლოს ჩანიშნულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრაზე.

შეიმუშავოთ სპეციალური მხარდამჭერი პროგრამები, შექმნათ ე.წ. სარეზერვო ფონდი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება განსაკუთრებული საჭიროებისას, ოკუპირებულ და საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების დახმარება.
რუსული „იურისდიქცია“ აფხაზეთზე: ჟურნალისტი, რომელსაც რუსეთში არასდროს უცხოვრია, ვლადიკავკაზში დააჯარიმეს

2026 წლის 31 აგვისტოს ვლადიკავკაზის სასამართლოს გადაწყვეტილებით, აფხაზი ჟურნალისტი ნიზფა არშბა 30 ათასი რუბლით, დაახლოებით 353 დოლარით, დაჯარიმდა. 

12.10.2026
სექტემბერი — ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული გავლენების გაფართოების თვე

სექტემბერი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთში რუსული გავლენების გაფართოების თვედ შეგვიძლია მივიჩნიოთ. 

06.10.2026
კანონი გრანტების შესახებ: 2025 წლის შეზღუდვები და 2026 წლის ცვლილებები

კანონი გრანტების შესახებ არ წარმოადგენს დამოუკიდებელ რეგულაციას. იგი 2023 წლიდან ჩამოყალიბებული მრავალშრიანი საკანონმდებლო ჩარჩოს ნაწილია.

05.10.2026