GEO   ENG
სიახლეები
DRI: საჩივრების გაუმჭვირვალე და დაუსაბუთებელი გადაწყვეტა საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიმარათ კრიტიკულად დაბალ ნდობას უფრო მეტად ამცირებს
05.11.2020
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ეხმიანება 4-5 ნოემბერის ღამეს საბურთალოს, ვაკის, დიდუბე-ჩუღურეთის, ისანის, სამგორის, გლდანის, სამტრედიის, თელავის, ბათუმისა და წყალტუბოს საარჩევნო ოლქებთან არსებულ დაძაბულობას და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ თქვას უარი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობის გამოყენების მანკიერ პრაქტიკაზე  და საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია ინციდენტში მონაწილე პირთა მიმართ გატარებული სამართლებრივი ღონისძიებების შესახებ.

DRI ასევე უკიდურესად უარყოფითად აფასებს დაუსაბუთებელი და გაუმჭვირვალე პროცედურებით საარჩევნო კომისიების მიერ საჩივართა ნაწილის განხილვის გარეშე დატოვებას, რასაც საარჩევნო კანდიდატების პროტესტი მოჰყვა და შენიშნავს, რომ სიტუაციის ნორმალიზების ვალდებულება სრულად ეკისრება ხელისუფლებას.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პირობებში, რომელიც არასამთავრობო სექტორის მიერ უკვე შეფასდა, როგორც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ჩატარებულ არჩევნებს შორის ყველაზე ნაკლებ დემოკრატიული და თავისუფალი, აუცილებელია ცალკეული უბნების შედეგების ხელახალი დათვლა, ასევე, წარდგენილი საჩივრების კანონიერად და მიუკერძოებლად განხილვა.

ამის საპირისპიროდ, განსაკუთრებით შემაშფოთებელია საჩივრის განუხილველად დატოვების შემთხვევები, ავტორთა მონაწილეობის გარეშე. ასევე, საჩივრების განხილვაზე დასწრების შეზღუდვა სამართალდამცავი სტრუქტურებისა და კომისიის წევრთა მიერ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და საჩივრის ავტორებისთვის ხელოვნური ბარიერების შექმნით, აღნიშნულ პირთა დაკავება და მათ მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენების შემთხვევები.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ სამოქალაქო აქტივისტთა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა მიმართ ძალადობა, აღნიშნულ ძალადობაზე სამართალდამცავი სტრუქტურების უმოქმედობა და საარჩევნო კომისიების მიერ საჩივართა გაუმჭვირვალე და დაუსაბუთებელი პროცედურებით განხილვა ამცირებს ნდობას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მიმართ, რაც ისედაც კრიტიკულად დაბალია.

აღნიშნულის გათვალისწინებით დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს ხელისუფლებას და საარჩევნო ადმინისტრაციას:

  • შემჭიდროვებულ ვადებში მოხდეს 4-5 ნოემბერს საარჩევნო ოლქებთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებზე, სამოქალაქო აქტივისტებზე და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტების დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება
  • საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვა წარიმართოს კანონის შესაბამისად, გამჭვირვალე და სამართლიანი პროცედურებით, საჩივრის წარმდგენ პირთა მონაწილეობით.
DRI: პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რუსული კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ აფხაზეთში რუსული პროპაგანდა გააქტიუდა

რუსული პროპაგანდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე განსაკუთრებული სიმძლავრით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც საყოველთაო სახალხო მღელვარების ფონზე „ქართული ოცნება“ იძულებული გახდა ჩაეგდო ე.წ. რუსული კანონის პროექტი.

25.03.2023
საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა ევროკომისარ ვარჰეის
მოგმართავთ თხოვნით, შუალედური შეფასება იყოს საჯარო და ხელმისაწვდომი დაინტერესებული მხარეების, მათ შორის ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებისთვის.
23.03.2023
DRI: ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას დე ფაქტო გამშვებ პუნქტზე ტვირთის გადატანას უკანონოდ უზღუდავენ
DRI-ის ინფორმაციით, 2022 წლიდან მოსახლეობა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ტვირთის გადატანას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს უთანხმებს. 
21.03.2023