GEO   ENG
კვლევები
DRI: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პოლიტიკა თავშესაფრის მაძიებლებთან დაკავშირებით
27.11.2020
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც შეფასებულია, როგორც თავშესაფრის მაძიებელებისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების მოტივით ლტოლვილის, ჰუმანიტარული ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის პრაქტიკა, ასევე, წარმოჩენილია ამ პროცესთან დაკავშირებული მთელი რიგი ნაკლოვანებები.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გასცემს რეკომენდაციას თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის პოტენციური საშიშროების შექმნის საკითხზე, რაც, შესაძლოა, გახდეს საერთაშორისო დაცვის სტატუსის ჩამორთმევის, თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის სტატუსის მქონე პირის გაძევების ან დაბრუნების, ასევე, თავშესაფრის მაძიებლის დაკავების საფუძველი.
 
თავშესაფრის მაძიებელთა განცხადებას საერთაშორისო დაცვაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი განიხილავს. ლტოლვილთა სტატუსის შესახებ 1951 წლის კონვენციის და 1967 წლის ოქმის თანახმად, შესაბამისმა ორგანომ განმცხადებლის საქმე დეტალურად უნდა შეისწავლოს. თუმცა აღნიშნული პროცედურა აზრს კარგავს, როდესაც განაცხადის შემსწავლელი ორგანო ავტომატურად იზიარებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეკომენდაციას, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ეს უკანასკნელი გასაიდუმლოებულია და მასზე წვდომა არც თავშესაფრის მაძიებელს და არც მის ადვოკატს არ აქვთ. ვინაიდან თავშესაფრის მაძიებელს არ ეძლევა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მასალების გაცნობის, შესაბამისად, სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენისა და საკუთარი პოზიციის სათანადოდ დაცვის შესაძლებლობა, არსებული საკანონმდებლო გარანტიები მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს. ეს კი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზების საკითხს. ცალკეული გამონაკლისების გარდა, სასამართლოს გადაწყვეტილებები, ზოგადი ხასიათისაა, რაც ბუნებრივია, შეუძლებელს ხდის სათანადო ზედამხედველობა/კონტროლის განხორციელებას.
 
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის ანალიზის მიხედვით, ხუთი ქვეყნის (ერითრეა, ირანი, ერაყი, სირია, იემენი) თავშესაფრის მაძიებლებს უსაფრთხოების მოტივით 305 შემთხვევაში ეთქვათ უარი, მაშინ, როდესაც იგივე მოტივით უარი გაცილებით ნაკლებ - 92 შემთხვევაში მიიღეს სხვა 69 ქვეყნის წარმომადგენლებმა. შესაბამისად, ჩნდება კითხვა - უსაფრთხოების მოტივით უარყოფითი დასკვნის მომზადებისას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის გადამწყვეტი ფაქტორი ხომ არ არის თავშესაფრის მაძიებლის მოქალაქეობა/წარმოშობის ქვეყანა? „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, თავშესაფრის მაძიებლებმა თავშესაფრის პროცედურით დისკრიმინაციის გარეშე უნდა ისარგებლონ. დაკვირვების შედეგად ნათელია, რომ სტატუსის მოპოვება გართულებულია თავშესაფრის მაძიებლებისთვის აზია-აფრიკის ქვეყნებიდან. ამ სიტუაციას ემატება ისიც, რომ თავშესაფრის მაძიებელს, ისევე, როგორც მის წარმომადგენელს, არ აქვს შესაძლებლობა, გაეცნოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაცემულ რეკომენდაციას და სათანადოდ დაიცვას შესაძლო დარღვეული უფლება.
 
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მიერ, საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების ხედვებსა და საუკეთესო პრაქტიკის მქონე ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით, შემუშავდა კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებიც ანგარიშშია მოცემული.

თავშესაფრის მაძიებლები და სახელმწიფო უსაფრთხოება საქართველოში 
დაკავებულ მოქალაქეებს არაადამიანურად ეპყრობიან!

სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატების ინფორმაციით, 2 დეკემბერს დაკავებული პირების უმეტესობა არის სასტიკად ნაცემი.

02.12.2024
DRC: სამართალდამცავებმა კვლავ გამოიყენეს არაპროპორციული ძალა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ

საპოლიციო ძალები მეოთხე დღეა იყენებს არაპროპორციულ ძალას და ორგანიზებული დანაშაულის ჩადენით, ცდილობს დანერგოს შიში მშვიდობიან აქციის მონაწილეებში.

01.12.2024
DRC მოუწოდებს საპოლიციო ძალებს შეწყვიტონ უკანონო ბრძანების აღსრულება და მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალადობრივი მეთოდებით დარბევა

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპოლიციო ძალებმა კვლავ უკანონოდ დაარბიეს მშვიდობიანი აქცია და განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებიან დემონსტრანტებს.

30.11.2024