GEO   ENG
ანგარიშები
დეზინფორმაციული მედია კამპანიის, არმენოფობიური და ანტი-აზერბაიჯანული გზავნილები
05.02.2021
ონლაინ მედიაში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გარშემო მიზანმიმართულად დაგეგმილი დეზინფორმაციული კამპანიები მიმდინარეობს, რომლის სამიზნესაც კონფლიქტში საქართველოს ნეიტრალური როლის დისკრედიტაცია წარმოადგენს. საქართველოს, როგორც ნეიტრალური ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებული დეზინფორმაციული კამპანიის პარალელურად, ონლაინ მედია პლატფორმებზე შემაშფოთებელ ტენდენციად იქცა პროვოკაციული, ყალბი ამბების გავრცელება, რომელმაც შეიძლება ხელი შეუწყოს ქსენოფობიური განწყობებისა და ეთნიკური ნიშნით შუღლის გაღვივებას ქვეყანაში.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) მედიამონიტორინგის ფარგლებში სწავლობს მთიანი ყარაბაღის გარშემო მიმდინარე ონლაინ მედია დისკურსის ეთნონაციონალისტურ, ქსენოფობიურ და დეზინფორმაციულ ნარატივებს. დეკემბერ-იანვარში 5 ტელეგრამ არხზე, 10 ფეისბუქ გვერდსა და 10 ვებგვერდზე გამოქვეყნებული 320 სტატია და პოსტი გაანალიზდა.
 
ძირითადი დაკვირვების სახით შეიძლება ითქვას, რომ კონფლიქტის გარშემო სოციალურ მედიაში აქტიური დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობს. ხშირ შემთხვევაში დეზინფორმაციულ მედია კამპანიას  ქსელური ხასიათი აქვს და მიზანმიმართულად ქმნის მანიპულაციურ/ყალბ კონტენტს, რაც ეთნიკური ნიშნით შუღლის გაღვივებას უწყობს ხელს.
 
დეზინფორმაციული კამპანია ანტი-აზერბაიჯანული გზავნილებით
სომხურ და ქართულენოვან მედია პლატფორმებზე, ტელეგრამ არხებსა თუ ფეისბუქ გვერდებზე ხშირად შუქდება დეზინფორმაციები, რომლის მიზანიც ერთი მხრივ, საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურად სომეხ და აზერბაიჯანელ მოსახლეობას შორის შუღლის გაღვივება, ხოლო მეორე მხრივ,  აზერბაიჯანის სახით მტრის ხატის შექმნაა, რომელიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ლამობს.

ანტიაზერბაიჯანული განწყობების გაღვივების მცდელობად შეიძლება შეფასდეს არასამთავრობო ორგანიზაციის „მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტის“ (IMDT) ქართული ფილიალის მიერ 11 იანვარს გამოქვეყნებული განცხადება, რითაც 20 იანვარს ონლაინ საქველმოქმედო კონცერტი არცახის საერთაშორისო სოლიდარობა დაანონსდა. განცხადებას  საქართველოში მცხოვრები  ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობის და სამოქალაქო სექტორის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ორგანიზატორების მიერ კონცერტის ჩანიშვნა დაემთხვა აზერბაიჯანელი ხალხის გლოვის დღეს, რაც მათი მხრიდან პროვოკაციად შეფასდა, ხოლო მთიანი ყარაბაღის ღია მხარდაჭერა, აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უგულებელყოფად. ანტიაზერბაიჯანული გზავნილები გავრცელდა კონცერტის ორგანიზატორის მხრიდანაც. ამ შემთხვევაში აგრესიის სამიზნე ნავთობკომპანია სოკარი აღმოჩნდა. საკითხს გამოეხმაურა „სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს“ ვებგვერდი, სტატიით: „სოკარი“ იმუქრება „მშიერი დატოვოს” არცახის გვერდით მდგომი ქართველები“. ინფორმაცია გაზიარდა ქართულენოვან ტელეგრამ არხზეც არცახი ახლა-ყარაბაღი ახლა, რომელიც აქტიურად აშუქებს მთიანი ყარაბაღის გარშემო მიმდინარე საკითხებს.

ეთნიკურ ნიადაგზე შუღლის გაღვივების მცდელობად ასევე შეიძლება შეფასდეს იანვარში გავრცელებული დეზინფორმაცია მარნეულში სომხურ სატვირთო მანქანებზე აზერბაიჯანელების მხრიდან თავდასხმის ფაქტზე. სომხურენოვან ტელეგრამ არხზე Mediaport გაავრცელებულ ამ ინფორმაციას გამოეხმაურა სამცხე-ჯავახეთის საინფორმაციო საიტი. სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ დაადასტურა მარნეულში სომხური სატვირთო მანქანებისთვის აზერბაიჯანული შეიარაღებული ძალების მიერ ცეცხლის გახსნის ფაქტი. გარდა ამისა, „სამცხე-ჯავახეთის საინფორმაციო პორტალმა“ გადაამოწმა დეზინფორმაციაზე თანდართული ფოტო და დაადგინა, რომ ის 2018 წელს იყო გადაღებული. დეზინფორმაცია გამოქვეყნდა სომხურ და რუსულენოვან პორტალზე სომხეთის ხმა.  ინციდენტს მყისიერად გამოეხმაურა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩო, რომელმაც ოფიციალურ განცხადებაში განმარტა, რომ თავდასხმა სომხურ სატვირთო მანქანებზე მოხდა არა მარნეულში, არამედ ფონიჭალაში, ხოლო დამნაშავეების იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა. ინციდენტს ასევე გამოეხმაურა სომხურენოვანი ფაქტების გადამოწმების  ონლაინ პლატფორმა infocheck.am და სომხურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია დეზინფორმაციად შეაფასა.
 
დეზინფორმაციული კამპანია არმენოფობიური გზავნილებით
ყარაბაღის კონფლიქტის ფონზე, დეზინფორმაციული კამპანიის ფარგლებში გააქტიურდა არმენოფობიური განწყობებიც. 1 იანვარს ტელეგრამ არხზე ჯავახი გამოქვეყნდა პოსტი ფოტო-მასალით, რომელიც იუწყებოდა ახალი წლის საღამოს სამცხე-ჯავახეთში, ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის მიერ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში დაღუპული სომეხი თანამემამულეებისადმი მიძღვნილი სიმბოლური ცერემონიალის შესახებ. ინფორმაციას აზერბაიჯანულენოვანი მედია პორტალი hurriyyet და არმენოფობიური განწყობებით ცნობილი ქართულენოვანი ვებგვერდი კავკაზპლიუსი გამოეხმაურა. მათ მიერ გამოქვეყნებულ სტატიებში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის შეფასებისას გამოყენებულია ტერმინები „ტერორისტი“ და “სეპარატისტი“. ხოლო ახალი წლის საღამოს სომეხი ჯარისკაცებისადმი მიძღვნილი ცერემონიალი მოხსენიებულია, როგორც „მკრეხელობა“ და „ტერორისტ მებრძოლთა თაყვანისცემა“. აღნიშნულ სტატიებზე ონლაინ ინტერაქციამ 1,400 ადამიანს გადააჭარბა.
                                                                        
 * * * *
პროექტი „თანაარსებობა” - ეთნო-ნაციონალისტური ნარატივების შესწავლა საქართველოში“ ხორციელდება საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მიერ პროექტის ფარგლებში მომზადებული მასალა და მასში გამოხატული მოსაზრებები, შესაძლოა, არ წარმოადგენდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.


დეზინფორმაციული მედია კამპანიის, არმენოფობიური და  ანტი-აზერბაიჯანული გზავნილები 
სოხუმში არ სურთ რუსეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების შეძენის უფლება ჰქონდეთ

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა დააინიციირა კანონპროექტი „აფხაზეთის რესპუბლიკის ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლების ღონისძიებების შესახებ“. 

25.07.2024
შსს-თვის მიყენებული 400 ლარიანი ზიანისთვის ხელისუფლება ორ ახალგაზრდას 3-დან 6 წლამდე პატიმრობისთვის წირავს

24 ივლისს, მოსამართლე ნათია გუდაძემ, კიდევ ერთხელ იმსჯელა ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლაზე. 

24.07.2024
შეხვედრა გურჯაანში - „საქართველო ირჩევს ევროპას“

17 ივლისს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა გურჯაანში გამართა შეხვედრა „საქართველო ირჩევს ევროპას.“

19.07.2024