GEO   ENG
ანგარიშები
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ახალი ანგარიში „ახალგორის ჩიხი“
04.03.2021
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ანგარიშში „ახალგორის ჩიხი“ გაანალიზებულია ახალგორში შექმნილი მდგომარეობა და გამოსავლის შესაძლო გზები.

თბილისი -ცხინვალის ურთიერთობები 2008 წლამდე
რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის აღიარებამდე, სამხედრო თვალსაზრისით დაუცველი და ეკონომიკურად სუსტი ცხინვალი, საქართველოსთან ურთიერთობას და პირდაპირ დიალოგს არ გაურბოდა. თუმცა, რუსეთისგან აღიარების, უსაფრთხოების გარანტიების და მნიშვნელოვანი ეკონომიკური მხარდაჭერის მიღების შემდეგ, ცხინვალმა თბილისთან ურთიერთობის სურვილი დაკარგა. თუმცა ამ ფონზეც კი, ცხინვალის დამოკიდებულება ახალგორელების მიმართ შედარებით ლიბერალური რჩებოდა.

ურთიერთობები ანატოლი ბიბილოვის გაპრეზიდენტების შემდეგ  
ქართულ-ოსური ურთიერთობები ანატოლი ბიბილოვის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ განსაკუთრებით დაიძაბა. გახშირდა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ადამიანთა დაკავების შემთხვევები, გართულდა ქართულ ენაზე განათლების მიღება, სამაგალითოდ დაისაჯა ქართველი აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი, უფრო ინტენსიური გახდა ბორდერიზაციის პროცესი. არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შემდეგ ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა.

ჩორჩანა-წნელისის კრიზისის შედეგები   
სწორედ ამ დაძაბულ ფონზე განვითარდა ჩორჩანა-წნელისის კრიზისი. მას შემდეგ, რაც ცხინვალმა უშედეგოდ მოსთხოვა ცენტრალურ ხელისუფლებას სოფელ ჩორჩანაში საპოლიციო საგუშაგო პუნქტის გაუქმება,  ანატოლი ბიბილოვმა ახალგორის მოსახლეობა ფაქტობრივად ტყვეობაში აიყვანა. 2019 წლის სექტემბრიდან ახალგორი გარე სამყაროსთვის ჩაკეტილია და მოსახლეობას არ აქვს გადაადგილების თავისუფლება. კრიზისისა და კოვიდ 19-ის ეპიდემიის ფონზე რაიონში ცხოვრება ფაქტობრივად გაუსაძლისი გახდა. წელიწადნახევრის განმავლობაში ახალგორის რაიონი მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა დატოვა.

DRI-
ის რეკომენდაციები
შექმნილი სავალალო მდგომარეობა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისგან გაბედულ, არაორდინალურ პოლიტიკას საჭიროებს. მან უნდა განაგრძოს საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება, ცხინვალის ხელისუფლებაზე და მოსკოვზე ზეწოლის მიზნით. პარალელურად, საქართველოს მთავრობას მართებს, დროულად შეიმუშაოს ახალგორელთა დახმარების სპეციალური პაკეტი; რათა მათ, ხანგრძლივი იზოლაციის პირობებში, საკუთარი სახლების დატოვების გარეშე, შეძლონ ცხოვრებისათვის ელემენტარული პირობების უზრუნველყოფა (მაგალითად, სპეციალური ფინანსური დახმარების სახელმწიფო პროგრამის შექმნა, მედიკამენტებისა და საკვების დროული შეტანის მექანიზმის შემუშავება და ა.შ.).
გარდა ამისა, ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს ცხინვალთან დიალოგი ისეთ საკითხებზე, რომელიც შესაძლოა მათთვის ინტერესის საგანს წარმოადგენდეს:
  • მაგალითად, თბილისისა და ცხინვალის ერთობლივი ადმინისტრირების პირობებში, სრულიად რეალისტურად გამოიყურება მიმდებარე ტერიტორიაზე თავისუფალი ეკონომიკური ზონის ამოქმედება (ერგნეთის ბაზრობის გამოცდილების გამოყენებით);
  • გადაადგილების თავისუფლებაზე შეზღუდვების მოხსნის შემთხვევაში, ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას, თბილისისა და ქუთაისის აეროპორტების საშუალებით, სწრაფი და იაფი წვდომა ექნება დანარჩენ სამყაროსთან;
  • ადამიანებისა და ტვირთის გადაადგილების ახალ შესაძლებლობებს იძლევა საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის ცენტრალური მაგისტრალი (რომელიც ცხინვალის რეგიონიდან სულ რამდენიმე ასეულ მეტრშია);
  • ამასთანავე, ლარსის გამშვები პუნქტის გეოგრაფიულ-მეტეოროლოგიური პრობლემატიკიდან გამომდინარე, შეთანხმების შემთხვევაში, ტვირთების გადამისამართება „ტრანსკამზეც“ შეიძლება მოხდეს.
იმ ფონზე, როდესაც არც საქართველოს და არც საერთაშორისო ორგანიზაციებს ცხინვალის რეგიონზე/სამხრეთ ოსეთზე წვდომა არ გააჩნიათ, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. შესაბამისად, მიზანშეწონილია დონორმა ორგანიზაციებმა დაიწყონ­­ მსჯელობა, ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში სამოქალაქო სექტორის დახმარების გზების ძიების მიზნით. ­

„ახალგორის ჩიხი“
 
DRI: „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე ყველა დაკავებულის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აკვირდება „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს და სამართლებრივ დახმარებას უწევს უკანონოდ დაკავებულებს.
19.04.2024
DRI: ხელისუფლების მხრიდან შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლება უგულებელყოფილია
16 აპრილს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე.
17.04.2024
ხელისუფლების ანტიევროპული განცხადებები ქართველი ხალხის ნებას და საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება

რუსული კანონის მიღების მცდელობა და პარტიის მაღალჩინოსნების მხრიდან ევროკავშირში გაწევრების საწინააღმდეგო რიტორიკა კონსტიტუციისა და ქართველი ხალხის ღალატია.

12.04.2024