GEO   ENG
სიახლეები
,,საქართველოს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიის’’ ფარგლებში შემუშავებული 2019-2021 წლის სამოქმედო გეგმის განსაიდუმლოების შესახებ
17.06.2019
2019 წლის 29 მაისს, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“ (DRI) წერილობით მიმართა საქართველოს მთავრობას და მოითხოვა 2019 წლის 23 იანვარს დამტკიცებული ,,ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში შემუშავებული სამოქმედო გეგმის'' გაცნობა.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის 2019 წლის 5 ივნისის წერილის თანახმად, აღნიშნული განკარგულება არ წარმოადგენს საჯარო დოკუმენტს და შესაბამისად მასზე წვდომა შეზღუდულია საზოგადოებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ,,ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს ეროვნული სტრატეგია’’ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს პრევენციისა და ინფორმაციის შეგროვების მიზნებისათვის, სამოქალაქო საზოგადოებასთან, აკადემიურ წრეებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას. აღნიშნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის (ან მისი ნაწილის) გაცნობის გარეშე, შეუძლებელი იქნება სავარაუდო თანამშრომლობის სფეროების მიმოხილვა და შესაბამისი პროექტების დაგეგმვა, რაც ეჭვქვეშ აყენებს ,,ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ'' საქართველოს ეროვნული სტრატეგიის მიზნების შესრულებას. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის საქმიანობის მიზნებისათვის, ასევე ვერ მოახერხდება რადიკალიზაციისა და ულტრამემარჯვენე ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენციასთან დაკავშირებით სახელმწიფოს ხედვის გაცნობა, ვინაიდან აღნიშნული წარმოადგენს ,,ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს ეროვნული სტრატეგიის’’ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, 2019 წლის 10 ივნისს „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“ (DRI) ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ'' საქართველოს კანონით დადგენილი წესით, წერილობითი წინადადებით მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრს 2019 წლის 23 იანვრის ,,ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში შემუშავებული სამოქმედო გეგმის'' (ან მისი ნაწილის) განსაიდუმლოების შესახებ.

აღსანიშნავია ასევე, რომ 2019 წლის 13-14 ივნისს, ეუთოს მხარდაჭერით ,,ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციის მიზნით სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობისათვის’’ ჩატარებულ ეროვნულ სემინარზე აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა გამომსვლელების მიერ და გამოითქვა სურვილი, რომ მოხდებოდა 2019 წლის 23 იანვრის ,,ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს ეროვნული სტრატეგიის’’ ფარგლებში შემუშავებული სამოქმედო გეგმის (ან მისი ნაწილის) განსაიდუმლოება, რაც შესაძლებლობას მისცემდა სამოქალაქო საზოგადოებას და აკადემიურ წრეებს აქტიურად ჩართულიყვნენ ტერორიზმის, რადიკალიზაციისა და ულტრამემარჯვენე ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. მითითებული პოზიცია თანხვედრაშია ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობის და ამერიკის შეერთებული შტატების პრაქტიკასთან.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ გამოთქვამს მზაობას აღნიშნულ საკითხზე ითანამშრომლოს საქართველოს მთავრობასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და ვიმედოვნებთ, რომ მიღებული გადაწყვეტილება უფრო გამჭვირვალეს გახდის ტერორიზმთან, რადიკალიზმთან და ულტრამემარჯვენე ძალადობრივ ექსტრემიზმთან ბრძოლას, რაც გამოიწვევს საზოგადოების, არასამთავრობო სექტორისა და აკადემიური წრეების ჩართულობას აღნიშნულ პროცესში.
პრემიერ-მინისტრი ანტიკორუფციულ ბიუროს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმისთვის იყენებს
პრემიერ-მინისტრის მიერ მართული ანტიკორუფციული ბიუროს დღევანდელი გადაწყვეტილება,  სცდება კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ჩარჩოებს და სადამკვირვებლო მისიების საქმიანობისადმი ხელისუფლების შიშზე მეტყველებს.
24.09.2024
წინასაარჩევნო კამპანია ძალადობრივ ხასიათს იღებს
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ოპოზიციური პარტიების საარჩევნო კამპანიისთვის ძალადობრივად ხელის შეშლის შემთხვევები გახშირდა. 
20.09.2024
„ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნების წინ რელიგიით მანიპულირებს და მართლმადიდებლური ეკლესიის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებას ცდილობს

ჩვენ ვეხმიანებით „ქართული ოცნების ინიციატივას  და მივიჩნევთ, რომ აღნიშნული საკითხი წარმოადგენს წინასაარჩევნოდ ეკლესიის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების მცდელობას.

20.09.2024