GEO   ENG
სიახლეები
DRI-ს ანგარიში გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს კომისარს
19.05.2021
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა (DRI),  გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს კომისარს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებული ვითარების შესახებ ანგარიში წარუდგინა.

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულია  რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“. აღნიშნული რეზოლუციის შედეგად, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი აქვეყნებს ანგარიშს, რომელშიც ვრცლად აღწერს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებულ ვითარებას.[1]  

DRI-იმ ანგარიშში ყურადღება გაამახვილა შემდეგ საკითხებზე:
  • ბორდერიზაცია და საქართველოს მოქალაქეების დაკავებები
  • გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა და გამწვავებული ჰუმანიტარული ვითარება
  • ჯანმრთელობის უფლება და სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობა (Covid-19)
  • მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვა გალში და ახალგორში
  • დევნისა და შევიწროების შემთხვევები (თამარ მეარაყიშვილი)
  • წამების და არაადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკა, არაეფექტური გამოძიების და დაუსჯელობის შემთხვევები (ინალ ჯაბიევი, დავით ბაშარული, გიგა ოთხოზორია, ირაკლი კვარაცხელია, არჩილ ტატუნაშვილი და სხვ.)
  • რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზები აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთი და მათი გავლენა ადამიანის უფლებებზე
 
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუციას 2017 წლიდან იღებს.

DRI-ს მიერ მომზადებული ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ აქ
 
 
რუსეთის ინიციატივები და საქართველოს წინაშე არსებული დიპლომატიური გამოწვევები

რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას. 

29.10.2026
მედიის თავისუფლება და ინფორმაციის მიღების უფლება საქართველოში

2024–2026 წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ინსტიტუციურმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.

28.10.2026
ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების შესუსტება საქართველოში: საკანონმდებლო, პოლიტიკისა და ინსტიტუციური ცვლილებების მიმოხილვა

ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში 2024–2026 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს და მათ გავლენას ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეზე. 

27.10.2026