GEO   ENG
განცხადებები
DRI-ის განცხადება
20.06.2019
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ (DRI) ეხმიანება უკანასკნელ პერიოდში რადიკალურად განწყობილი, ულტრა-მემარჯვენე ჯგუფების გააქტიურებას და მიაჩნია, რომ ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების არაეფექტურმა და დაგვიანებულმა ნაბიჯებმა აღნიშნულ ჯგუფებში დაუსჯელობის განცდა წაახალისა, რაც გუშინ მეტროსადგურ „რუსთაველში“ ახალგაზრდების ცემაში, ფიზიკურ ძალადობასა და „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების მისამართით სიცოცხლის მოსპობის მუქარაში გამოიხატა.

შექმნილი მდგომარეობა ფეთქებადსაშიშია და ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მიესალმება შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე სისხლის სამართლის გამოძიების დაწყების შესახებ და მიაჩნია, რომ მხოლოდ ობიექტურმა, დროულმა და ეფექტიანმა გამოძიებამ შეიძლება შეასრულოს პრევენციული როლი მსგავსი ძალადობრივი დაჯგუფების მომავალში შექმნის აღსაკვეთად.

ამავე დროს, მხოლოდ ცალკე აღებული გამოძიება ვერ იქნება საკმარისი ძალადობის გაზრდილი მასშტაბების შესაჩერებლად. მნიშვნელოვანია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოხატვის თავისუფლების კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში უზრუნველყოს ინტენსიური პატრულირება საჯარო შეკრებების ადგილას, დაუყოვნებლივ აღკვეთოს ულტრამემერაჯვენე ჯგუფების წარმომადგენლების მხრიდან ძალადობის და დანაშაულის ჩადენისკენ მოწოდება და უზრუნველყოს ლგბტქი თემის წარმომადგენელთა უსაფრთხოება.

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" გამოთქვამს მზადყოფნას, სამართლებრივი დახმარება გაუწიოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შედეგად დაზარალებულ პირებს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პროკურატურასა და სასამართლოში წარმომადგენლობის გზით.
 
რუსეთის ინიციატივები და საქართველოს წინაშე არსებული დიპლომატიური გამოწვევები

რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას. 

29.10.2026
მედიის თავისუფლება და ინფორმაციის მიღების უფლება საქართველოში

2024–2026 წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ინსტიტუციურმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.

28.10.2026
ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების შესუსტება საქართველოში: საკანონმდებლო, პოლიტიკისა და ინსტიტუციური ცვლილებების მიმოხილვა

ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში 2024–2026 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს და მათ გავლენას ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეზე. 

27.10.2026