GEO   ENG
სიახლეები
აფხაზეთში ომის დაწყებიდან 29 წელი გავიდა
14.08.2021
დღეს, 14 აგვისტოს, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 29 წელი გავიდა. 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა საომარი მოქმედებების ძირითადი ფაზა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. ომის შედეგად აფხაზეთის ტერიტორიის დატოვება 300 ათასამდე ადამიანს მოუწია. საომარი მოქმედებების შედეგად, კონფლიქტში ჩართულმა ორივე მხარემ აუნაზღაურებელი დანაკარგი განიცადა.

აფხაზეთში ომის დაწყებას წინ უძღოდა უმძიმესი მოვლენები, რომელიც კონფლიქტის კონტექსტში დღემდე არ არის შესაბამისად გააზრებული, გამოძიებული ან შეფასებული: თბილისის ომი, ძალადობრივად დაშლილი და დახვრეტილი მშვიდობიანი დემონსტრაციები, ეგზეკუციები სამეგრელოში, ომი ცხინვალში. სამხედრო გადატრიალების შედეგად მოსულ ხელისუფლებაში არსებულმა რუსულმა გავლენებმა, მნიშვნელოვნად დააზარალა სახელმწიფო ინტერესები. მიუხედავად ამისა, არცერთი ეს უმძიმესი დანაშაული არ გამოძიებულა და არც არავის პასუხისმგებლობის საკითხი დამდგარა.

შეუძლებელია კონფლიქტის მოგვარება და შერიგების პროცესის დაწყება მაშინ, როდესაც სიმართლე არ არის ჯეროვნად შეფასებული და დადგენილი. შერიგებისკენ გადადგმული ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი კი უნდა იყოს კონფლიქტში ჩართული მხარეების მიერ ერთობლივად სიმართლის ძიების პროცესის დაწყება. დღემდე არცერთ ხელისუფლებას არ ეყო ნება და ძალა, ეს პროცესები სათანადოდ შეეფასებინა და გამოეძიებინა, რის გარეშეც შეუძლებლად მიგვაჩნია სამოქალაქო, ეროვნული თანხმობისა და შერიგების მიღწევა.

მნიშვნელოვანია, კონფლიქტის პოლიტიკურ გადაწყვეტაზე მუშაობასთან ერთად, საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად იმუშაოს ხალხებს შორის ნდობის აღდგენის და შერიგების მიმართულებით. 
რუსეთის მოქალაქეობა „შეღავათიან“ ფასად - მოსკოვის საშეღავათო პოლიტიკის ფარული განზრახვები

რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონისა და დნესტრისპირეთის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის. 

28.08.2026
სახელმწიფოს მიერ ხელშეწყობილი სიძულვილის ენა და სიძულვილის ენის პრევენცია საქართველოში

უკვე წლებია, ხელისუფლებაში მყოფი პარტია  მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილ პირებს დამამცირებელი, მუქარის შემცველი და მასტიგმატიზებელი ენით მიმართავს.

27.08.2026
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და რუსეთის გავლენები

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2026 წლის 18 სექტემბერს გაიმართება. 

20.08.2026