GEO   ENG
სიახლეები
DRI-იმ საქართველოს პარლამენტს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით მიმართა
16.09.2021
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა ფარული მოსმენებისა და ჩანაწერების გასაჯაროების  ფაქტებზე საქართველოს პარლამენტს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით მიმართა. ორგანიზაციამ წერილი უკვე გაუგზავნა ოთხ საპარლამენტო ფრაქციას: ქართული ოცნება, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“, „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ და „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის.  

გასული დღეების განმავლობაში, საქართველოს სხვადასხვა ტელეარხებზე გასული სიუჟეტების მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტოტალურ მოსმენებსა და ფარულ მიყურადებას ახორციელებს. 

შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, საჯარო მოხელეებისა და სასულიერო პირების ფარული მოსმენა და თვალთვალი, მათი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მოპოვება, წარმოადგენს სახელმწიფო ინსტიტუტების კონსტიტუციური მართლწესრიგიდან გადახვევას და სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნის განვითარებას.

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე და პარლამენტის რეგლამენტის 61-ე მუხლების მიხედვით, კონკრეტული საფუძვლების არსებობისას, საქართველოს პარლამენტში იქმნება დროებითი საგამოძიებო კომისია. ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები ადასტურებს, რომ სახეზეა სახელმწიფო ორგანოს კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რაც კანონმდებლობის მიხედვით, წარმოადგენს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ერთ-ერთ საფუძველს. 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პროკურატურამ აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო,[1] DRI-ის, წარსული პრაქტიკიდან გამომდინარე, არ აქვს მოლოდინი, რომ უწყება ეფექტიან გამოძიებას აწარმოებს.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა საპარლამენტო ფრაქციებს მოუწოდა, გამოიყენონ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 62-ე მუხლის 1-ლი პუნქტით მონიჭებული უფლებამოსილება და საქართველოს პარლამენტში ინიცირება გაუკეთონ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ პარლამენტის დადგენილების პროექტს. საზოგადოებაში არსებული ლეგიტიმური კითხვების და წუხილების საპასუხოდ, კომისიამ საჯაროობის და გამჭვირვალეობის მაღალი ხარისხით უნდა  უზრუნველყოს სუს-ის და სხვა სამართალდამცავი ორგანოების მიერ განხორციელებული უკანონო ფარული მიყურადების ფაქტების შესწავლა.


 
[1] საქართველოს პროკურატურა (ვებ-გვერდი), https://pog.gov.ge/news/saqarTvelos-prokuraturashi-mediasashualebebis-mier-farul-chanawerebTan-dakavshirebiT-gavrcelebul-inf , 14.09.2021
რუსული „იურისდიქცია“ აფხაზეთზე: ჟურნალისტი, რომელსაც რუსეთში არასდროს უცხოვრია, ვლადიკავკაზში დააჯარიმეს

2026 წლის 31 აგვისტოს ვლადიკავკაზის სასამართლოს გადაწყვეტილებით, აფხაზი ჟურნალისტი ნიზფა არშბა 30 ათასი რუბლით, დაახლოებით 353 დოლარით, დაჯარიმდა. 

12.10.2026
სექტემბერი — ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული გავლენების გაფართოების თვე

სექტემბერი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთში რუსული გავლენების გაფართოების თვედ შეგვიძლია მივიჩნიოთ. 

06.10.2026
კანონი გრანტების შესახებ: 2025 წლის შეზღუდვები და 2026 წლის ცვლილებები

კანონი გრანტების შესახებ არ წარმოადგენს დამოუკიდებელ რეგულაციას. იგი 2023 წლიდან ჩამოყალიბებული მრავალშრიანი საკანონმდებლო ჩარჩოს ნაწილია.

05.10.2026