GEO   ENG
სიახლეები
DRI-მ სამტრედიაში ჩადენილი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
11.09.2019
2019 წლის 11 სექტემბერს, “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა” (DRI) სავარაუდოდ ეთნიკური და რელიგიური ნიშნით შეუწყნარებლობის საფუძველზე ჩადენილი ჯგუფური ძალადობის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარუდგინა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს. 

სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა (DRI) მიუთითა სახელმწიფოს ვალდებულებაზე, სწრაფად და სრულყოფილად გამოიძიოს, სავარაუდოდ, სიძულვილისა და შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული.
 
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილად  უნდა დაკვალიფიცირდეს არა მხოლოდ ის შემთხვევები, როდესაც დამნაშავის ქმედებას საფუძვლად ედო მიკერძოების მოტივი დაზარალებულის მიმართ, არამედ, ასევე, შემთხვევები, როდესაც დამნაშავეს შერეული მოტივი ჰქონდა.  

“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” შეფასებით, ბრალდებულების მიერ მათთვის უცნობი პირის მიმართ გამოყენებული არაპროპორციული და სასტიკი ძალადობის ფორმა, გამოყენებული ტერმინები და იმის ხაზგასმა, რომ ბრალდებულებმა პირის განსხვავებული ეთნიკური წარმომავლობიდან და რელიგიიდან გამომდინარე ვერ აიტანეს შეურაცხმყოფელი ტონით საუბარი, შესაძლოა, ცალსახად მიუთითებდეს  შეუწყნარებლობის მოტივის არსებობაზე. 

“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი” (DRI) იმედოვნებს, რომ წარდგენილი მოსაზრება დაეხმარება სასამართლოს საქმეზე კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი დაადგინოს, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის პრევენციას.

გაეცანით სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას.
რუსეთის ინიციატივები და საქართველოს წინაშე არსებული დიპლომატიური გამოწვევები

რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას. 

29.10.2026
მედიის თავისუფლება და ინფორმაციის მიღების უფლება საქართველოში

2024–2026 წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ინსტიტუციურმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.

28.10.2026
ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების შესუსტება საქართველოში: საკანონმდებლო, პოლიტიკისა და ინსტიტუციური ცვლილებების მიმოხილვა

ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში 2024–2026 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს და მათ გავლენას ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეზე. 

27.10.2026