GEO   ENG
სიახლეები
ულტრამემარჯვენე ექსტრემიზმის პრევენცია საქართველოში
05.11.2021
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) პირველი სექტემბრიდან ახორციელებს პროექტს „ულტრამემარჯვენე ექსტრემიზმის პრევენცია საქართველოში“.

პროექტი მიზნად ისახავს ულტრამემარჯვენე ექსტრემიზმის პრევენციის ხელშეწყობას, ულტრა-მემარჯვენე ძალადობრივი ჯგუფების საქმიანობის მონიტორინგის და დაზარალებული პირების უფასო სამართლებრივი დახმარების გზით.

თუ ხართ ულტრამემარჯვენე ჯგუფების მხრიდან ძალადობის, შეუწყნარებლობის ან/და სამართალდამცავი ორგანოების მიერ აღნიშნული დანაშაულის გამოძიების გაჭიანურებითა და დისკრიმინაციული მოპყრობით დაზარალებული, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი გთავაზობთ უფასო სამართლებრივ დახმარებას.

სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, DRI-ს იურისტები მოგიმზადებენ დოკუმენტებს და დაიცავენ თქვენს ინტერესებს საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებსა და სასამართლოებში.

პროექტი მხარდაჭერილია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ.
რუსეთის ინიციატივები და საქართველოს წინაშე არსებული დიპლომატიური გამოწვევები

რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას. 

29.10.2026
მედიის თავისუფლება და ინფორმაციის მიღების უფლება საქართველოში

2024–2026 წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ინსტიტუციურმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.

28.10.2026
ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების შესუსტება საქართველოში: საკანონმდებლო, პოლიტიკისა და ინსტიტუციური ცვლილებების მიმოხილვა

ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში 2024–2026 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს და მათ გავლენას ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეზე. 

27.10.2026