GEO   ENG
სიახლეები
DRI: მესამე პრეზიდენტის მიმართ განვითარებული მოვლენები დემოკრატიული ინსტიტუტების შეუქცევად რღვევაზე მიუთითებს
09.11.2021
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, 8 ნოემბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტის იძულებით გადაყვანა სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში კიდევ ერთხელ ადასტურებს სახელმწიფო ინსტიტუტების უკიდურეს პოლიტიზაციას და მათ შეუქცევად რღვევაზე მიუთითებს.

2021 წლის 8 ნოემბერს ყოფილი პრეზიდენტის უფლებადამცველების და საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს განუცხადეს, რომ იგი რეგულარულ სამოქალაქო კლინიკაში გადაყავდათ, რის შემდეგაც მოტყუებით, მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში. მიხეილ სააკაშვილის გადმოცემით,  დაწესებულების თანამშრომლებმა იგი იძულებით გადმოიყვანეს მანქანიდან და მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.[1] ციხეში გადაყვანისას საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაექვემდებარა პატიმართა მხრიდან არაერთ შეურაცხმყოფელ და მუქარის შემცველ განცხადებებს, რაც რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

არაადეკვატური სამედიცინო დახმარების გაწევა თავისთავად წარმოადგენს ადამიანის უფლებების დარღვევას. აღნიშნულის ფონზე შემაშფოთებელია, რომ მე-18 სამკურნალო დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს და სახალხო დამცველის მიერ შეფასებულია, როგორც არასათანადოდ აღჭურვილი - საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს კონსილიუმის დასკვნით განსაზღვრული ყველა საჭირო სერვისის მიწოდება.[2]

მიხეილ სააკაშვილის არასათანადოდ აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა და იძულება, დაექვემდებაროს იძულებით მკურნალობას მისთვის ღირსების შემლახავ გარემოში, შესაძლოა შეფასდეს დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობად და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მესამე მუხლის დარღვევად ჩაითვალოს. 

კონვენციის მესამე მუხლთან მიმართებით, სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას წარმოადგენს, განსაზღვროს, არსებობს თუ არა რისკები პატიმარი დაექვემდებაროს არასათანადო მოპყრობას და ოფიციალური უფლებამოსილების ფარგლებში მიიღოს ყველა სათანადო გონივრული ზომა ამ საფრთხეების აღმოსაფხვრელად.[3] შესაბამისად, მითითებულ დაწესებულებაში მოტყუებით გადაყვანით, სახელმწიფომ განზრახ და მიზანმიმართულად დაარღვია საკუთარი პოზიტიური ვალდებულება, აღმოუჩინოს პატიმარს სათანადო სამედიცინო დახმარება და უზრუნველყოს მისი როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური უსაფრთხოება.  
 
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური იძულების მეთოდების გამოყენება; არასათანადოდ აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსება, სადაც არსებობს მისი უსაფრთხოების, სიცოცხლის,  ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის ხელყოფის მუდმივი რისკები; ასევე, მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის არაერთი შემთხვევა, სახელმწიფო ინსტიტუტების უკიდურეს პოლიტიზაციასა და დემოკრატიული ინსტიტუტების შეუქცევად რღვევაზე მიუთითებს.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი უერთდება საზოგადოებრივი ორგანიზაციების განცხადებას და მიიჩნევს, რომ აუცილებელია ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ვითარების დეესკალაციის მიზნით, რაც უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გადაყვანას ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც დაცული იქნება მისი ღირსება, სიცოცხლე, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.



[3] Premininy v. Russia, 2011
რუსეთის ინიციატივები და საქართველოს წინაშე არსებული დიპლომატიური გამოწვევები

რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას. 

29.10.2026
მედიის თავისუფლება და ინფორმაციის მიღების უფლება საქართველოში

2024–2026 წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ინსტიტუციურმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.

28.10.2026
ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების შესუსტება საქართველოში: საკანონმდებლო, პოლიტიკისა და ინსტიტუციური ცვლილებების მიმოხილვა

ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში 2024–2026 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს და მათ გავლენას ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეზე. 

27.10.2026