GEO   ENG
სიახლეები
ტრენინგი კონფლიქტით დაზარალებული რეგიონების აქტივისტებისთვის
15.11.2021
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა 3-7 ნოემბერს კონფლიქტით დაზარალებული რეგიონებიდან სამოქალაქო აქტივისტებისთვის და ახალგაზრდებისთვის უსაფრთხოებისა და ადვოკატირების დაგეგმვა/განხორციელების ტრენინგი გამართა.

ტრენინგი „დემოკრატიის ევროპული წვლილის“ მხარდაჭერით ჩატარდა და მიზნად ისახავდა სამოქალაქო აქტივისტების უსაფრთხოებისა და ადვოკატირების მიმართულებით შესაძლებლობების გაძლიერებას.

ტრენინგის მონაწილეებმა მოწვეულ ექსპერტთან ერთად იმსჯელეს სამოქალაქო აქტივისტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ციფრული უსაფრთხოება, ადამიანის უფლებათა დამცველებზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური წნეხი. ძირითადი ყურადღება გამახვილდა ადვოკატირების სწორად დაგეგმვასა და განხორციელებაზე.
რუსეთის ინიციატივები და საქართველოს წინაშე არსებული დიპლომატიური გამოწვევები

რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას. 

29.10.2026
მედიის თავისუფლება და ინფორმაციის მიღების უფლება საქართველოში

2024–2026 წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ინსტიტუციურმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.

28.10.2026
ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების შესუსტება საქართველოში: საკანონმდებლო, პოლიტიკისა და ინსტიტუციური ცვლილებების მიმოხილვა

ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში 2024–2026 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს და მათ გავლენას ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეზე. 

27.10.2026