GEO   ENG
სიახლეები
DRI-იმ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე მოსაზრებები წარუდგინა
29.11.2021
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა (DRI) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს  საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე მოსაზრებები წარუდგინა. სახელმწიფო ინსპექტორმა ცვლილებათა პაკეტი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ მომზადებული ანგარიშის „დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი საქართველოში - მიღწევები და არსებული გამოწვევები“ რეკომენდაციებზე დაყრდნობით შეიმუშავა. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში მკაფიოდ არის განსაზღვრული სამართალწარმოების ვადები, უზრუნველყოფილია მტკიცებულებათა მოპოვების, მოწმის გამოკითხვის, ასევე, ინსპექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა. 
 
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მიესალმება პოზიტიურ ცვლილებებს და ამავდროულად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს სთავაზობს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის დახვეწას ორი ძირითადი მიმართულებით:
 
წარმოდგენილი კანონპროექტი გვთავაზობს სისხლის სამართლის საქმის სრული მოცულობით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის გადაცემის ახლებურ მოწესრიგებას. ამავდროულად, საკანონმდებლო ცვლილებებით გენერალურ პროკურორს კვლავ რჩება დისკრეცია, თავად მიიღოს გადაწყვეტილება კანონში არსებული მკაფიოდ განსაზღვრული კრიტერიუმების გარეშე.  შესაბამისად, DRI-ს მიზანშეწონილად მიაჩნია შეიზღუდოს გენერალური პროკურორის ფართო უფლებამოსილება, საგამოძიებო ქვემდებარეობის მიუხედავად, საქმე ერთი საგამოძიებო ორგანოდან ამოიღოს და გამოსაძიებლად გადასცეს სხვა საგამოძიებო ორგანოს. ასევე მნიშვნელოვანია გაანალიზდეს, თუ რა პრინციპით უნდა გადაეცეს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე ცალკე წარმოებად გამოყოფის გარეშე  სახელმწიფო ინსპექტორს.
 
წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების ეფექტიანობის, ასევე სამსახურის გამჭვირვალედ ფუნქციონირებისა და სტატისტიკური მონაცემების სრულყოფისთვის, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი სახელმწიფო ინსპექტორს რეკომენდაციით მიმართავს, გადაიხედოს კანონმდებლობაში არსებული დანაწესი, რომლითაც იკრძალება კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან ან/და საქმის ცალკეულ გარემოებასთან დაკავშირებული გარემოებების წლიურ ანგარიშში შეტანა.  
 
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.
 
რუსეთის ინიციატივები და საქართველოს წინაშე არსებული დიპლომატიური გამოწვევები

რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას. 

29.10.2026
მედიის თავისუფლება და ინფორმაციის მიღების უფლება საქართველოში

2024–2026 წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ინსტიტუციურმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.

28.10.2026
ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების შესუსტება საქართველოში: საკანონმდებლო, პოლიტიკისა და ინსტიტუციური ცვლილებების მიმოხილვა

ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში 2024–2026 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს და მათ გავლენას ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეზე. 

27.10.2026