GEO   ENG
სიახლეები
DRI სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო საქმიანობაზე შეხვედრა გამართა
07.12.2021
7 დეკემბერს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა (DRI) სამუშაო შეხვედრა გამართა თემაზე „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო ფუნქციები და სისხლის სამართლის საქმეთა განაწილება საგამოძიებო სტრუქტურებში.“

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა დისკუსიის დაწყების ხელშეწყობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის (სუს-ი) ცალკეული დანაშაულების გამოძიების უფლებამოსილების ჩამოშორების აუცილებლობაზე, რაც თავის მხრივ, შეამცირებს საგამოძიებო სტრუქტურების პოლიტიზებას. შეხვედრას დაესწრნენ სახელმწიფო სტრუქტურების, პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

დღემდე, უსაფრთხოების სექტორში გატარებულმა სტრუქტურულმა ცვლილებებმა შედეგად ვერ მოიტანა საგამოძიებო უწყებების დეპოლიტიზება. დამოუკიდებლობის ნაკლებობა, მიდრეკილებები ტოტალური კონტროლისკენ, სტრუქტურათა დუბლირებული კომპეტენციები, რესურსების არარაციონალური ხარჯვა, არასაკმარისი საპარლამენტო ზედამხედველობა, გაუმჭვირვალობა, ანგარიშვალდებულების დაბალი დონე და სხვა, კვლავ რჩება საგამოძიებო უწყებების უმნიშვნელოვანეს გამოწვევად.

2021 წლის 12 სექტემბერს ინტერნეტსივრცეში გამოქვეყნებულმა სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილმა ფაილებმა გაამყარა საფუძვლიანი ეჭვი, რომ სუს-ი, ნაცვლად სახელმწიფოს უსაფრთხოებისათვის რისკების შემცველი ქმედებების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრისა, ფარულად აყურადებს და აკონტროლებს მოქალაქეების გადაადგილებას, საუბარს, საბანკო გადარიცხვებსა თუ პირად ცხოვრებას.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტს მიაჩნია, რომ სხვა არაერთ სტრუქტურულ და საკანონმდებლო პრობლემასთან ერთად, რაც ხელს უწყობს უსაფრთხოების სექტორის პოლიტიზებას და პირადი/პარტიული ინტერესებისათვის გამოყენებას, უსაფრთხოების სექტორთან დაკავშირებული გამოწვევები განპირობებულია სუს-ში ფართო საგამოძიებო, ანალიტიკური და სადაზვერვო კომპეტენციების თავმოყრით და ასევე, საგამოძიებო სტრუქტურების კომპეტენციების ნაკლოვანი და არასრულყოფილი გადანაწილებით, რაც საკანონმდებლო დონეზე დარეგულირებას საჭიროებს. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო ფუნქციები
რუსული „იურისდიქცია“ აფხაზეთზე: ჟურნალისტი, რომელსაც რუსეთში არასდროს უცხოვრია, ვლადიკავკაზში დააჯარიმეს

2026 წლის 31 აგვისტოს ვლადიკავკაზის სასამართლოს გადაწყვეტილებით, აფხაზი ჟურნალისტი ნიზფა არშბა 30 ათასი რუბლით, დაახლოებით 353 დოლარით, დაჯარიმდა. 

12.10.2026
სექტემბერი — ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული გავლენების გაფართოების თვე

სექტემბერი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთში რუსული გავლენების გაფართოების თვედ შეგვიძლია მივიჩნიოთ. 

06.10.2026
კანონი გრანტების შესახებ: 2025 წლის შეზღუდვები და 2026 წლის ცვლილებები

კანონი გრანტების შესახებ არ წარმოადგენს დამოუკიდებელ რეგულაციას. იგი 2023 წლიდან ჩამოყალიბებული მრავალშრიანი საკანონმდებლო ჩარჩოს ნაწილია.

05.10.2026