GEO   ENG
სიახლეები
DRI საქართველოს ხელისუფლებას უსაფრთხოების არსებულ გამოწვევებზე ადეკვატური რეაგირებისკენ მოუწოდებს
25.02.2022
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ეხმიანება რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის მიმართ განხორციელებული აგრესიის აქტს, გაეროს წესდების მე-2(4) მუხლით გათვალისწინებული ძალის გამოყენების აკრძალვის უნივერსალური პრინციპის დარღვევას და მასობრივი საომარი მოქმედებების დაწყებას უკრაინის მთელ ტერიტორიაზე. შექმნილ ვითარებაში აუცილებელია საქართველომ გამოიყენოს ყველა არსებული შესაძლებლობა სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის უზრუნველსაყოფად.
    
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული რუსული სამხედრო ბაზების გარდა, სახელმწიფოს უსაფრთხოებისათვის კრიტიკული რისკის შემცველია საქართველოში მოქმედი რადიკალური იდეოლოგიის მატარებელი, სავარაუდოდ, რუსული დაფინანსებით მოქმედი ორგანიზებული ჯგუფები, რომლებიც აქტიურად ეწევიან მხარდამჭერთა რეკრუტირებას სოციალური ქსელებისა და საჯარო შეკრებების მეშვეობით. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დაკვირვება ცხადყოფს, რომ აღნიშნული რადიკალური ჯგუფების აქტიურობას დიდწილად ხელი შეუწყო სამართალდამცავი ორგანოების უმოქმედობამ.  შეიარაღებული კონფლიქტის პარალელურად, რეალური ხდება აღნიშნული დაჯგუფებების მიერ სახელმწიფოში დესტაბილიზაციისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების ჩადენის რისკები.

ამავდროულად, უკიდურეს შეშფოთებას იწვევს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების ანგარიშვალდებულების ნაკლებობა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის შექმნილ რეალურ გამოწვევებზე. შესამჩნევია საქართველოს მთავრობის სრული ინერტულობა და მიზანმიმართული ინფორმაციული ვაკუუმის შექმნა, რაც მოსახლეობისთვის არასათანადო და არასაკმარისი ინფორმაციის მიწოდებაში გამოიხატება; მაშინ, როდესაც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული ნატოს წევრ ქვეყნებში - ლატვია, ლიეტუვა და პოლონეთი; პარალელურად კი, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეინიშნება შეიარაღებული მობილიზაცია.[1]

აღნიშნულიდან გამომდინარე, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, საქართველოს მთავრობასა და სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს:
  • სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისად, დააფიქსირონ პრინციპული პოზიციები სახელმწიფოს უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის და მოსახლეობის დასაცავად
  • მოხდეს საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირება ქვეყნის წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე და სახელმწიფოს მიერ საფრთხის პრევენციისთვის გადადგმულ ნაბიჯებზე
  • მოხდეს გადამჭრელი ზომების მიღება რადიკალური იდეოლოგიის მხარდამჭერი ორგანიზაციების ან/და ასეთ ორგანიზაციებთან ასოცირებული პირების მიმართ. სახელმწიფომ შემჭიდროებულ ვადებში გამოიძიოს აღნიშნული ჯგუფების მიერ ჩადენილი ჯგუფური ძალადობრივი დანაშაულები შესაბამისი პირების სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით
  • მიიღოს ზომები რადიკალური იდეოლოგიის მხარდამჭერი ორგანიზაციების, მათი ორგანიზატორების ან/და ასეთ ორგანიზაციებთან დაკავშირებული პირების დაფინანსების წყაროების გამჭვირვალეობის უზრუნველსაყოფად
  • მითითებულ რადიკალურ ჯგუფებსა და პოლიტიკურ პარტიებს შეუწყდეთ ნებისმიერი სახის სახელმწიფო დაფინანსების ან სხვა სახის მხარდაჭერის მიწოდება.
 
 
რუსეთის ინიციატივები და საქართველოს წინაშე არსებული დიპლომატიური გამოწვევები

რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას. 

29.10.2026
მედიის თავისუფლება და ინფორმაციის მიღების უფლება საქართველოში

2024–2026 წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ინსტიტუციურმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.

28.10.2026
ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების შესუსტება საქართველოში: საკანონმდებლო, პოლიტიკისა და ინსტიტუციური ცვლილებების მიმოხილვა

ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში 2024–2026 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს და მათ გავლენას ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეზე. 

27.10.2026