GEO   ENG
ანგარიშები
DRI-მ ოკუპირებული ტერიტორიებზე მუშაობის ერთი წლის ანგარიში წარადგინა
11.03.2022

11 მარტს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა ანგარიშის „ადამიანის უფლებები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში“ პრეზენტაცია გამართა.

ანგარიშში წარმოდგენილია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე 2021 წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ყველა მწვავე და მნიშვნელოვანი საკითხი.

გასულ წელს მთავარ პრობლემად ადამიანების უსაფრთხოება/თვითგადარჩენა და მცოცავი ოკუპაციის ე.წ. ბორდერიზაციის საკითხები დარჩა. 2020 წლის მსგავსად, აქტუალური იყო პანდემიის პირობებში გართულებული ეპიდემიური ვითარება და ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა, რასაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. წინა წლებთან შედარებით, კიდევ უფრო გახშირდა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ადამიანთა დაკავებები. განსაკუთრებით მაღალი იყო უკანონოდ დაკავებების რიცხვი ცხინვალის რეგიონის მიმართულებით.

საანგარიშო პერიოდში განსაკუთრებით მწვავე საკითხად უნდა გამოიყოს ახალგორის ჩაკეტვის შედეგად გამოწვეული პრობლემები. ე.წ. ჩორჩანა-წნელისის კრიზისის შედეგად, ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება, თბილისზე ზეწოლის მიზნით, ახალგორის მოსახლეობას გადაადგილების თავისუფლება შეუზღუდა, რამაც ჰუმანიტარულ კრიზისსა და ე.წ. მცოცავ ეთნიკურ წმენდას შეუწყო ხელი.

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონებში გაიზარდა სიტყვის, აზრისა და გამოხატვის თავისუფლების ხელყოფის ფაქტები; სამოქალაქო აქტივისტების დევნა და შევიწროება მძიმე რეპრესიულ ღონისძიებებში გამოვლინდა. პრობლემად დარჩა გალში და ახალგორში მშობლიურ  ენაზე განათლების მიღების უფლების ხელყოფა. აფხაზეთში სერიოზულ პრობლემად გამოიკვეთა რუსული რბილი ძალის გააქტიურება.

ერთი წლის მუშაობის შედეგად გამოკვეთილი პრობლემების შესამსუბუქებლად,  დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი  საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს:

  • გააქტიუროს დიპლომატიური ძალისხმევა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვევის ფაქტების შესახებ საერთაშორისო საზოგადოების პროაქტიული ინფორმირების მიზნით
  • საერთაშორისო მოლაპარაკებათა დღის წესრიგში დადგეს რეგიონში ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი მხარის (რუსეთის ფედერაციის) საერთაშორისო პასუხისმგებლობის საკითხი, მათ შორის, საერთაშორისო სანქციების გამოყენების გზით
  • გაძლიერდეს უსაფრთხოების ზომები ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე სოფლებში, საქართველოს მოქალაქეების უკანონო გატაცების პრევენციის მიზნით
  • აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების ხელყოფის კუთხით არსებული რთული ვითარების გამო, საჭიროა საქართველოს ხელისუფლების მუშაობა გახდეს პროაქტიური და ძირითადი რისკების საპასუხოდ შემუშავდეს სამოქმედო გეგმები
  • აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში და გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის დასახმარებლად, დამატებით შეიქმნას განსაკუთრებული მხარდამჭერი მექანიზმები.



ადამიანის უფლებები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში
რუსული „იურისდიქცია“ აფხაზეთზე: ჟურნალისტი, რომელსაც რუსეთში არასდროს უცხოვრია, ვლადიკავკაზში დააჯარიმეს

2026 წლის 31 აგვისტოს ვლადიკავკაზის სასამართლოს გადაწყვეტილებით, აფხაზი ჟურნალისტი ნიზფა არშბა 30 ათასი რუბლით, დაახლოებით 353 დოლარით, დაჯარიმდა. 

12.10.2026
სექტემბერი — ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული გავლენების გაფართოების თვე

სექტემბერი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთში რუსული გავლენების გაფართოების თვედ შეგვიძლია მივიჩნიოთ. 

06.10.2026
კანონი გრანტების შესახებ: 2025 წლის შეზღუდვები და 2026 წლის ცვლილებები

კანონი გრანტების შესახებ არ წარმოადგენს დამოუკიდებელ რეგულაციას. იგი 2023 წლიდან ჩამოყალიბებული მრავალშრიანი საკანონმდებლო ჩარჩოს ნაწილია.

05.10.2026