GEO   ENG
კვლევები
ანტიკორუფციული სააგენტო - სამართლებრივი ჩარჩო და პრაქტიკაში არსებული ხარვეზები
18.03.2022
18 მარტს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა ანგარიშის „ანტიკორუფციული სააგენტო - სამართლებრივი ჩარჩო და პრაქტიკაში არსებული ხარვეზები“ პრეზენტაციას გამართა.

კვლევის ძირითად მიზანს წარმოადგენდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის - ანტიკორუფციული სააგენტოს საქმიანობის შესწავლა და იმის დადგენა, თუ რამდენადაა კავშირში სააგენტოს მიერ გამოძიებული საქმეები სახელმწიფოს უსაფრთხოებასთან. კვლევაში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებულია სამსახურის მიერ სამუშაო მიმართულებასთან შეუსაბამო საქმეების გამოძიებასა და სხვადასხვა უწყებებს შორის კომპეტენციათა დუბლირებაზე.

კვლევის ძირითადი მიგნებების მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო წარმოადგენს არაეფექტიან უწყებას, რომლის საქმიანობაც არ შეესაბამება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამუშაო მიმართულებებს. მიუხედავად საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ნაწილზე სამჯერ დიდი დაფინანსებისა, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტო გაცილებით მცირე ოდენობის საქმეებზე იწყებს გამოძიებას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და დანარჩენი ანტიკორუფციული საგამოძიებო უწყებების მიერ გამოძიებული საქმეები, მათ მიერ პასუხისგებაში მიცემული თანამდებობის პირების, გამოძიებული საქმეების საზოგადოებრივი საშიშროებისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების გათვალისწინებით, იდენტურია, რაც ცხადყოფს, რომ კორუფციული დანაშაული არ უნდა დარჩეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობაში.

საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებისა და დადგენილი სტანდარტების მიხედვით, კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი უწყება უნდა იყოს დამოუკიდებელი, აპოლიტიკური, ჰქონდეს ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობის, ღიაობის მაღალი ხარისხი. საგამოძიებო კომპეტენციათა დუბლირება, მაღალი დონის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სისუსტე, სუს-ის დამოუკიდებლობის პრობლემა, მისი საქმიანობის საიდუმლოების მაღალი ხარისხი და მასზე ზედამხედველობის მექანიზმების პრაქტიკული არარსებობა იწვევს სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს საქმიანობის შეუსაბამობას საერთაშორისო სტანდარტებთან.

ორგანიზაციის შეფასებით, მიზანშეწონილია:
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისათვის საგამოძიებო (განსაკუთრებით კორუფციული დანაშაულის გამოძიების) უფლებამოსილების სრულად ჩამორთმევა და საქართველოს პარლამენტის მიერ დამოუკიდებელი ანტიკორუფციული საგამოძიებო მექანიზმის ჩამოყალიბებაზე მუშაობის გაგრძელება
  • შემოთავაზებული ცვლილებების განხორციელებამდე, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტს მიაჩნია, რომ აუცილებელია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შემოიფარგლოს მხოლოდ იმ ქმედებების გამოძიებით, რომლებიც რეალურად რისკის შემცველია სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და მისი ინტერესებისათვის.
რუსეთის ინიციატივები და საქართველოს წინაშე არსებული დიპლომატიური გამოწვევები

რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას. 

29.10.2026
მედიის თავისუფლება და ინფორმაციის მიღების უფლება საქართველოში

2024–2026 წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ინსტიტუციურმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.

28.10.2026
ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების შესუსტება საქართველოში: საკანონმდებლო, პოლიტიკისა და ინსტიტუციური ცვლილებების მიმოხილვა

ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში 2024–2026 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს და მათ გავლენას ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეზე. 

27.10.2026