GEO   ENG
სიახლეები
DRI სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მორგოშიას შემოწირულებით დაინტერესებას სთხოვს
12.04.2022
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა აუდიტის სამსახურს მიმართა, დაინტერესდეს პარტია „კონსერვატიულ მოძრაობის“ სასარგებლოდ კონსტანტინე მორგოშიას მიერ სავარაუდოდ განხორციელებული შემოწირულებით. პარტიის დაფუძნების დღიდან, მორგოშია თავს პარტიის დამფინანსებლად აცხადებს, თუმცა ოფიციალური მონაცემებით ეს არ დასტურდება.

“[პარტიის დამფინანსებლები] ძირითადად მე და ჩემთან დაკავშირებული ბიზნესმენები არიან. ისინი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მოღვაწეობენ, რომლებსაც საქართველოსთან პრინციპში არავითარი კავშირი პრაქტიკულად არა აქვთ. ისინი არიან ქართველები - ზოგი ყაზახეთშია, ზოგი რუსეთშია, ზოგი უზბეკეთშია, ზოგი სად არის და ზოგიც სად“.

მიუხედავად ამ განცხადებისა, პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის მიხედვით, კონსტანტინე მორგოშიას ამ დრომდე „კონსერვატიული მოძრაობის“ სასარგებლოდ შემოწირულება არ განუხორციელებია.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს კანონის 341-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია, პარტიის უკანონო ფინანსურ საქმიანობაზე საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, პარტიის რიგგარეშე ფინანსური აუდიტის ჩატარების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართავს, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, მოგვაწოდოს ინფორმაცია იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში უკვე დაწყებულია წარმოება პოლიტიკურ გაერთიანება „კონსერვატიულ მოძრაობას“ უკანონო ფინანსური საქმიანობის შესახებ.  
რუსეთის ინიციატივები და საქართველოს წინაშე არსებული დიპლომატიური გამოწვევები

რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას. 

29.10.2026
მედიის თავისუფლება და ინფორმაციის მიღების უფლება საქართველოში

2024–2026 წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ინსტიტუციურმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.

28.10.2026
ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების შესუსტება საქართველოში: საკანონმდებლო, პოლიტიკისა და ინსტიტუციური ცვლილებების მიმოხილვა

ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში 2024–2026 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს და მათ გავლენას ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეზე. 

27.10.2026