GEO   ENG
სიახლეები
უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე
01.06.2022
30 მაისს, სამმა ორგანიზაციამ - „სამოქალაქო იდეა“, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ (DRI) და „დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ გამართა კონფერენცია „უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე.“

კონფერენცია გახსნა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, სამოქალაქო სექტორისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.

კონფერენციის მიზანი იყო უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგებისა და ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევების გაანალიზება და მსჯელობა ევროპასთან ინტეგრაციის არსსა და ევროკავშირის წევრობის სტატუსის პერსპექტივაზე.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომმა თითქმის მთელი ცივილიზებული სამყარო გააერთიანა და გახსნა კარი უსაფრთხოების სრულიად ახალი სისტემებისთვის, რაც ინტეგრაციისა და თანამშრომლობის სულ სხვა ხედვასა და შესაძლებლობებს გულისხმობს. საქართველო, რომელიც თავის მხრივ, არის რუსული აგრესიის მსხვერპლი, ამ ახალი რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის ცენტრშია.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის კითხვარის მიღება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ის ამ შეცვლილი დინამიკის მხოლოდ ერთი ნაწილია. დისკუსიის მიზანი იყო, აღმოგვეჩინა, გაგვეანალიზებინა და გვემსჯელა ევროპასთან ინტეგრაციის მთავარ არსზე ფორმალური პროცედურების მიღმა.

კითხვარის შევსებისა და მისი ბრიუსელში გაგზავნის შემდეგ, საჭიროა დაისვას კითხვა, თუ რატომ მივისწრაფვით ევროკავშირის წევრობისკენ და როგორ უნდა შევცვალოთ ის განსხვავებები, რომლებიც არსებობს ფურცელზე აღწერილ საქართველოსა და რეალურს შორის.

პანელური დისკუსიის თემები:

ომის შემდეგ: საქართველოს ევროპული მომავლის გადახედვა.
ენდრიუს კალინდრა, ლიეტუვას ელჩი საქართველოში; დავით უსუფაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე (2012-2016); სერგი კაპანაძე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე (2016-2020).
მოდერატორი: ნინო გელაშვილი, რადიო თავისუფლება.

საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე.
მარკ კლეიტონი, ბრიტანეთის ელჩი საქართველოში; თენგიზ ფხალაძე, ჯიპას ასოცირებული პროფესორი; თინათინ ხიდაშელი, თავდაცვის მინისტრი (2015-2016); ივლიანე ხაინდრავა, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე (2014-2018); კახაბერ ქემოკლიძე, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი (2019-2021).
მოდერატორი: ეკა ციმაკურიძე, DIG

ევროინტეგრაციის პროცესის გამოწვევები - რას შეიძლება ველოდოთ.
ანდრეი კასიანოვი, უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული საქართველოში; მაკა ბოჭორიშვილი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ქართული ოცნებიდან; თამარ ხულორდავა, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე (2016-2019); ვანო ჩხიკვაძე, ღია საზოგადოების ფონდის ევროპასთან ინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი; კახა გოგოლაშვილი, GFSIS ევროპული კვლევების დირექტორი; ლევან დოლიძე, საქართველოს ელჩი ნატოში (2013-2014).
მოდერატორი: თამარ ხიდაშელი, DRI
რუსეთის მოქალაქეობა „შეღავათიან“ ფასად - მოსკოვის საშეღავათო პოლიტიკის ფარული განზრახვები

რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონისა და დნესტრისპირეთის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის. 

28.08.2026
სახელმწიფოს მიერ ხელშეწყობილი სიძულვილის ენა და სიძულვილის ენის პრევენცია საქართველოში

უკვე წლებია, ხელისუფლებაში მყოფი პარტია  მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილ პირებს დამამცირებელი, მუქარის შემცველი და მასტიგმატიზებელი ენით მიმართავს.

27.08.2026
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და რუსეთის გავლენები

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2026 წლის 18 სექტემბერს გაიმართება. 

20.08.2026