Vacancies
ანაზღაურებადი სტაჟირება იურისტის პოზიციაზე
21.09.2023
საზოგადოებრივი ორგანიზაცია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას იურისტის პოზიციაზე. ორგანიზაციაზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ საიტზე: democracyresearch.org
 
ვაკანსიის შესახებ
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“  სტაჟიორი იურისტის პოზიციაზე სამუშაოდ იწვევს კვალიფიციურ და მოტივირებულ პიროვნებას. წარმატებულმა კანდიდატმა უნდა გამოავლინოს ორგანიზაციის მიზნებისა და ამოცანების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება.

კანდიდატი უნდა იცნობდეს საქართველოს სამართლებრივ სისტემას და გათვითცნობიერებული უნდა იყოს მიმდინარე სამართლებრივ პროცესებში. ასევე, აუცილებელია, კანდიდატი დაინტერესებული და ინფორმირებული იყოს  ქვეყანაში განვითარებული მოვლენების თაობაზე.
 
ანაზღაურება : 250 ევროს ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.
სამუშაო ადგილითბილისი
სამუშაო საათებიმოქნილი გრაფიკი, კვირაში 16 სამუშაო საათი.
სტაჟირების დაწყების თარიღი: 1 ოქტომბერი, 2023 წელი.
ხელმძღვანელი ორგანიზაციის  დირექტორი
 
ძირითადი მოვალეობები:
  1. მონაწილეობა განცხადებების, რელიზების, ბლოგების და კვლევითი ანგარიშების მომზადების პროცესში;
  2. მოქალაქეებისთვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
  3. მოქალაქეებთან შეხვედრა, დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოპოვება, სარჩელებისა და საჩივრების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
  4. სასამართლო საქმეების მომზადება და შემდგომ, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დავების წარმოება;
  5. მგზავრობა რეგიონებში, მოქალაქეებთან ადგილზე შეხვედრა და იურიდიული კონსულტაციის გაწევა.
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  1. უმაღლესი განათლების დიპლომი სამართალში ან დამამთავრებელი კურსის თაობაზე ცნობა უნივერსიტეტიდან;
  2. ძლიერი ანალიტიკური უნარები და კომპლექსურ კვლევით პროექტებზე აქცენტის გაკეთების გამოკვეთილი უნარი;
  3. ქართულ ენაზე გამართულად წერა;
  1. ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  2. გუნდურად მუშაობის უნარი.
  3. რუსული ენა C1
უპირატესობა მიენიჭებათ განმცხადებლებს:
  1. რომლებსაც ჩაბარებული აქვთ ადვოკატურის გამოცდები ან წარმოადგენენ საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი ცნობას
  2. შეძლებენ კვლევითი უნარ-ჩვევების დემონსტრირებას (გამოქვეყნებული სტატია, ბლოგი, კვლევა).
აპლიკაციის  პროცესი:
დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს ქვემოთ მოცემული დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  info@democracyresearch.org
 
  1. CV ქართულ ენაზე;
  2. სამოტივაციო წერილი ქართულ ენაზე;
  3. უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; (დამამთავრებელი კურსის სტუდენტის შემთხვევაში ცნობა შესაბამისი დაწესებულებიდან);
  4. ადვოკატის მოწმობის ასლი ან/და საადვოკატო გამოცდის ჩაბარების შესახებ დოკუმენტის ასლი.
 
დოკუმენტების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 26 სექტემბერი. არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.
 
ორგანიზაცია შესაფერის კანდიდატს დაჩქარებული წესით ეძებს, ამიტომ განაცხადები მიღებისთანავე განიხილება. წერილის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება იურისტი-სტაჟიორი.
ვაკანსია კონსულტანტის პოზიციაზე
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.
02.05.2024
ტრენინგი კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში მომუშავე აქტივისტებისთვის ფიზიკური და ციფრული უსაფრთხოების საკითხებზე

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) იწყებს განაცხადების მიღებას ფიზიკური და ციფრული უსაფრთხოების საკითხებზე ტრენინგის მონაწილეთა შესარჩევად.

13.02.2024
ანაზღაურებადი სტაჟირება სოციალური მედიის მიმართულებით

საზოგადოებრივი ორგანიზაცია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას სოციალური მედიის სპეციალისტის პოზიციაზე.

07.09.2023