Vacancies
ვაკანსია კონსულტანტის პოზიციაზე
02.05.2024
"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)" არის საჯარო პოლიტიკის ანალიტიკური ინსტიტუტი, რომელიც დაარსდა 2018 წლის 7 თებერვალს და რომლის მიზანს წარმოადგენს ადამიანის უფლებების პოპულარიზაცია, დაცვა და ადვოკატირება; თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების დამკვიდრებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების ხელშეწყობა, კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის, მხარეებს შორის ნდობის აღდგენის და ინტეგრაციის პოლიტიკის პოპულარიზაცია და ხელშეწყობა.

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
დატვირთვა: 5 სამუშაო დღე
სამუშაოს დაწყების თარიღი: 2024 წლის ივნისი

ძირითადი საქმიანობა:

** სიძულვილის ენის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის, დისკრიმინაციის პრევენციისთვის გზამკვლევის განვითარება, სამუშაო ჯგუფში ჩართულობა;
** სიძულვილის ენასთან მიმართებით ადგილობრივი მექანიზმების მიმოხილვა;
** გზამკვლევში სიძულვილის ენის პრევენციის და რეაგირების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ინკორპორირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება იურიდიული, სოციალური მუშაობის, ფსიქოლოგიის, ან ჟურნალისტიკის მიმართულებით;
** პროფესიით მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** გზამკვლევებზე, მოდულებზე მუშაობის გამოცდილება;
** წერისა და კომუნიკაციის ბრწყინვალე უნარები;
** რუსული და ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
** დავალების მაღალი ხარისხით შესრულების უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ CV, სამოტივაციო წერილი, ორი პროფესიული რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში არაუგვიანეს 12 მაისისა.

ინფორმაცია უნდა წარმოადგინოთ info@democracyresearch.org და სათაურის ველში მიუთითოთ "კონსულტანტი".

გაცნობებთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.