Vacancies
ტრენინგი კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში მომუშავე აქტივისტებისთვის ფიზიკური და ციფრული უსაფრთხოების საკითხებზე
13.02.2024
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) იწყებს განაცხადების მიღებას ფიზიკური და ციფრული უსაფრთხოების საკითხებზე ტრენინგის მონაწილეთა შესარჩევად.
 
ტრენინგის თარიღი:
ტრენინგი გაიმართება 2024 წლის მარტის შუა რიცხვებში, თბილისთან ახლოს.  
 
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?
ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში მომუშავე აქტივისტებს, მოქალაქეთა ჯგუფებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც აფხაზეთში ან ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ცხოვრობენ.
 
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
  1. რეზიუმე (CV),რომელშიც ხაზგასმული იქნება კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში სამოქალაქო აქტივიზმის კუთხით გაწეული საქმიანობები;
  2. სამოტივაციო წერილი,რომელშიც აღწერილი იქნება, თუ როგორ აპირებთ გამოიყენოთ ტრენინგზე მიღებული ცოდნა;
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 29 თებერვალი, 18:00 საათი.
გთხოვთ, მოთხოვნილი დოკუმენტაცია გადმოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე info@democracyresearch.orgმეილის დასახელებაში მიუთითეთ „უსაფრთხოების ტრენინგი“.
 
ტრენინგზე განსახილველი საკითხები: 
  • ციფრული უსაფრთხოების მნიშვნელობა და თავდაცვის მექანიზმები;
  • სამოქალაქო აქტივისტების მიმართ არსებული საფრთხეების (ფიზიკური, ფსიქოლოგიური) გააზრება და შეფასება;
  • თავდასხმებისა და შეტევების ფაქტებზე რეაგირება და მათი პრევენცია;
  • უსაფრთხოების სტრატეგიისა და გეგმის შემუშავება: უსაფრთხოების უზრუნველყოფა ორგანიზაციებში, სამსახურებსა თუ სახლში.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი სრულად დაფარავს ტრენინგთან დაკავშირებულ ხარჯებს.
ტრენინგი „დემოკრატიის ევროპული წვლილის“ მხარდაჭერით ტარდება და მიზნად ისახავს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით სამოქალაქო აქტივისტების შესაძლებლობების გაძლიერებას.