Vacancies
ვაკანსია მკვლევრის პოზიციაზე
13.12.2020
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აცხადებს ვაკანსიას მკვლევრის პოზიციაზე.

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - იურიდიული, ადამიანის უფლებათა სამართალი, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები და მომიჯნავე სპეციალობები;
** კვლევითი საქმიანობის გამოცდილება;
** კვლევის ანგარიშების, პოლიტიკის დოკუმენტების, პრესრელიზებისა და ე.წ. "ბრიფების" წერის გამოცდილება;
** კონფლიქტების საკითხებზე მუშაობის გამოცდილება;
** ენების ცოდნა: სამუშაო დონეზე ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა;
** აკადემიური წერა;
** ანალიტიკური უნარები.

სასურველია: კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან მუშაობის გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:
** სამუშაოს შესრულების მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობა;
** გუნდური მუშაობა და მაღალი სამუშაო ეთიკა;
** შემჭიდროებულ ვადებსა და დაძაბულ რეჟიმში სამუშაოს სრულყოფილად შესრულება.
მოვალეობები:
** მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით, საერთო ტენდენციების ანალიზი და შესაბამისი დოკუმენტების (ანგარიში, პოლიტიკის დოკუმენტი და სხვა) მომზადება;
** სხვადასხვა სახის მონაცემის შეგროვება და დამუშავება;
** საჭიროების შემთხვევაში, პროექტითა და პოზიციით გათვალისწინებული სხვა მოვალეობების შესრულება.

ანაზღაურება: 530 ევროს ეკვივალენტი ლარში (დარიცხული ხელფასი)

სამუშაოს დაწყების დრო: 1 იანვარი, 2021 წელი.

კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
** დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;
** გასაუბრება მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატებისთვის.

მკვლევრის პოზიციაზე მომართვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ავტობიოგრაფია (CV), სამოტივაციო წერილი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და ორი რეკომენდატორის საკონტაქტო მონაცემები, 2020 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@democracyresearch.org

სავალდებულოა ელფოსტის დასახელებაში მიეთითოს ის პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. არასრული სახით წარდგენილი განაცხადები განხილული არ იქნება.