Vacancies
ტრენინგი უსაფრთხოების საკითხებზე კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში მომუშავე აქტივისტებისთვის
21.06.2021
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ (DRI) იწყებს განაცხადების მიღებას უსაფრთხოების საკითხებზე ტრენინგის მონაწილეთა შესარჩევად.
 
ტრენინგის თარიღები:
ტრენინგი გაიმართება 2021 წლის 11-13 ივლისს,  ბათუმში.
 
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?
მონაწილეობა შეუძლიათ კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში მომუშავე აქტივისტებს, მოქალაქეთა ჯგუფებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
 
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
ა) რეზიუმე (CV), რომელშიც ხაზგასმული იქნება კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში სამოქალაქო აქტივიზმის კუთხით გაწეული საქმიანობები;
ბ) სამოტივაციო წერილი, რომელშიც აღწერილი იქნება, თუ როგორ გამოიყენებთ ტრენინგებზე მიღებულ ცოდნას.
 
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 30 ივნისი, 18:00 საათი.
გთხოვთ, მოთხოვნილი დოკუმენტაცია გადმოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე info@democracyresearch.org; მეილის დასახელებაში მიუთითეთ „უსაფრთხოების ტრენინგი“.
 
ტრენინგზე განსახილველი საკითხები: 
  • ციფრული უსაფრთხოების მნიშვნელობა და თავდაცვის მექანიზმები;
  • ადამიანის უფლებათა დამცველების მიმართ არსებული საფრთხეების (ფიზიკური, ფსიქოლოგიური) გააზრება და შეფასება;
  • თავდასხმებისა და შეტევების ფაქტებზე რეაგირება და მათი პრევენცია;
  • უსაფრთხოების სტრატეგიისა და გეგმის შემუშავება: უსაფრთხოების უზრუნველყოფა ორგანიზაციებში, სამსახურებსა თუ სახლში.
 
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ სრულად დაფარავს ტრენინგთან დაკავშირებულ ხარჯებს.
 
ტრენინგიდემოკრატიის ევროპული წვლილისმხარდაჭერით ტარდება და მიზნად ისახავს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით სამოქალაქო აქტივისტების შესაძლებლობების გაძლიერებას.