Vacancies
ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე
19.08.2021
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე, ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტისთვის "ულტრა-მემარჯვენე ექსტრემიზმის პრევენცია საქართველოში."

პროექტი მიზნად ისახავს ულტრამემარჯვენე რადიკალიზმის და ექსტრემიზმის პრევენციას საქართველოში. პროექტის გუნდი დააკვირდება ულტრამემარჯვენე რადიკალური ჯგუფების და ცალკეული ინდივიდების აქტიურობას სოციალურ მედიაში და მათი საქმიანობის გაშუქებას ინტერნეტსივრცეში. ასევე, ამ ჯგუფების მიერ ორგანიზებულ შეკრებებსა და მანიფესტაციებს და საერთო ტენდენციების ანალიზის საფუძველზე მოამზადებს რეკომენდაციებს. პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება ულტრამემარჯვენე რადიკალური დაჯგუფებების მოქმედებების შედეგად დაზარალებული მოქალაქეების წარმომადგენლობა. სამართალწარმოება ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოში გამოყენებული იქნება დისკრიმინაციისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ საბრძოლველად.

პროექტის ხანგრძლივობა: 1 სექტემბერი, 2021 - 31 აგვისტო, 2022
ანაზღაურება - 2 298 ლარი (დარიცხული ხელფასი)
სამუშაოს დაწყების დრო: 2021 წლის 1 სექტემბერი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

მოვალეობები:
** სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შედეგად დაზარალებული პირების წარმომადგენლობა შინაგან საქმეთა სამინისტროში, პროკურატურასა და სასამართლოში;
** შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება;
** ულტრა-მემარჯვენე რადიკალური დაჯგუფებების მიერ ორგანიზებული შეკრება-მანიფესტაციების და დემონსტრაციების დაკვირვება და შესაბამისი კვარტალური ანგარიშების მომზადება;
** საკანონმდებლო ბაზის/სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტების ანალიზი და სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
** ულტრა-მემარჯვენე რადიკალური ჯგუფების/ინდივიდების ქმედებების სამართლებრივი შეფასება და შესაბამისი დოკუმენტების მომზადება;
** პრევენციის მიზნით შესაბამისი სტრუქტურების ინფორმირება სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მომზადების შესახებ;
** ორგანიზაციის სახელით განცხადებების შემუშავება;
** შრომითი კონტრაქტით გათვალისწინებული სხვა მოვალეობები;
** სხვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი საერთო ან სისხლის სამართლის სპეციალიზაციით;
** ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საკითხებზე მუშაობის არანაკლებ სამ წლიანი გამოცდილება;
** ადმინისტრაციულ ორგანოებში სამართალწარმოების არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** სამართლებრივი კვლევების განხორციელების დადასტურებული გამოცდილება (გასაუბრებისთვის შერჩეულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ მათ მიერ განხორციელებული კვლევის ნიმუში);
** ენების ცოდნა: ქართული (სრულყოფილად), ინგლისური (ძალიან კარგად);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა.
პრიორიტეტი მიენიჭებათ იმ კანდიდატებს, რომლებსაც გააჩნიათ:
** საზოგადოებრივ/არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** სამართალში მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი;
** საერთო ან/და საკონსტიტუციო სასამართლოებში წარმომადგენლობის გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:
** სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება;
** ქართულ ენაზე სრულყოფილი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია;
** სამუშაოს შესრულების მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობა;
** გუნდური მუშაობა და მაღალი სამუშაო ეთიკა;
** შემჭიდროებულ ვადებსა და დაძაბულ რეჟიმში სამუშაოს სრულყოფილად შესრულება.

კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
1. დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;
2. გასაუბრება მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატებისთვის;
3. საჭიროების შემთხვევაში, წერითი დავალება მესამე ეტაპზე გადასულ კანდიდატებისთვის.

გამოცხადებულ პოზიციებზე მომართვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ავტობიოგრაფია (CV), სამოტივაციო წერილი და ორი რეკომენდატორის მონაცემები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე info@democracyresearch.org

სავალდებულოა ელფოსტის დასახელებაში მიეთითოს ის პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. არასრული სახით წარდგენილი განაცხადები განხილული არ იქნება.

განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა: 25 აგვისტო, 2021 წ.
ვაკანსია იურისტის პოზიციაზე
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე, "ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის" (NED) მიერ დაფინანსებული პროექტის "ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე უსაფრთხოების სექტორის მხარდასაჭერად" ფარგლებში.
08.02.2022
ტრენინგი კონფლიქტით დაზარალებული რეგიონების აქტივისტებისთვის
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) იწყებს განაცხადების მიღებას უსაფრთხოებისა და ადვოკატირების დაგეგმვა/განხორციელების ტრენინგის მონაწილეთა შესარჩევად. ტრენინგი განკუთვნილია კონფლიქტით დაზარალებული რეგიონების აქტივისტებისთვის.
21.10.2021
კონკურსი სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად
არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) აცხადებს კონკურსს ორგანიზაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის ექსპერტის შესარჩევად.
28.09.2021