„კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო“ | 27 შემომწირველი |
„ევროპული საქართველო“ | 17 შემომწირველი |
„ლელო საქართველოსთვის“ | 12 შემომწირველი |
„ქართული ოცნება“ | 8 შემომწირველი |
ნაციონალური მოძრაობა | 7 შემომწირველი |
რაც შეეხება შემოწირული თანხის რაოდენობას, 2023 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით, „კონსერვატიულმა მოძრაობამ/ალტ-ინფომ“ 24.684 ლარი მიიღო. შემოწირული თანხის რაოდენობით „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო“ მეოთხე ადგილზეა.
ქართული ოცნება“ | 300.000 ლარი |
„ლელო საქართველოსთვის“ | 222.000 ლარი |
„ევროპული საქართველო“ | 78.197 ლარი |
„კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო“ | 24.684 ლარი |
„ნაციონალური მოძრაობა“ | 7,650 ლარი |
დაფუძნების დღიდან, „კონსერვატიული მოძრაობისთვის“ ოფიციალურად შეწირულმა თანხამ 500.000 ლარს გადააჭარბა. საერთო ჯამში, პარტიამ 585-ჯერ მიიღო შემოწირულება 102 ფიზიკური პირისგან; 102 ფიზიკური შემომწირველიდან 25 დაჯგუფების რეგიონული ოფისის ხელმძღვანელია; შემომწირველების უმრავლესობის სახელზე საჯარო რეესტრში არაა რეგისტრირებული უძრავი ქონება.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის განმავლობაში „კონსერვატიული მოძრაობის“ შემომწირველები თანხას ყოველი თვის შუა რიცხვებში სწირავდნენ. ამის შესახებ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტიც წერდა. თუმცა 2023 წელს დინამიკა შეიცვალა. ახლა შემომწირველები პარტიას თანხას სხვადასხვა დღეებში სწირავენ.
დემოკრატიული კვლევის ინსტიტუტი წარსულშიც წერდა „კონსერვატიული მოძრაობის/ალტ-ინფოს“ მსხვილ შემომწირველებზე. ყველაზე მსხვილი შემომწირველი ამჟამად კახაბერ ელიზბარაშვილია. მის მიერ პარტიისთვის ჯამურად შეწირული თანხა 41.745 ლარია. პარტიის ყველაზე მსხვილი შემომწირველებიდან ელიზბარაშვილი ერთადერთია, რომელიც უძრავ ქონებას ფლობს. ის შპს „დაბოს“ 50%-იანი წილის მფლობელიცაა. მეორე ადგილზე ზურაბ კობახიძეა. მის მიერ შეწირული თანხის ოდენობა 41.143 ლარია. მესამე ადგილს კი გოგა თუხარელი იკავებს.
2022 წლის განმავლობაში „კონსერვატიულმა პარტიამ/ალტ-ინფომ“ 64 ოფისი გახსნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. თუმცა, 2022 წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ დაჯგუფებამ 10-მდე ოფისი დაკეტა.[1] როგორც „კონსერვატიული მოძრაობის/ალტ-ინფოს“ ლიდერი კონსტანტინე მორგოშია რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში აცხადებდა, ოფისების დახურვის მიზეზი ფინანსური პრობლემებია.
[1] რადიო თავისუფლება, მარტი 10, 2022, "კონსერვატიული მოძრაობა" 10-მდე ოფისს ხურავს - აქვს თუ არა "ალტ-ინფოს" ფინანსური პრობლემა? ხელმისაწვდომია
https://www.radiotavisupleba.ge/a/31982341.html
მიმდინარე წლის მარტში ახალგორის რაიონულ საავადმყოფოში პაციენტთა მომართვიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. პაციენტთა ნაკადის ზრდამ ახალაგორის სამედიცინო დაწესებულების მომსახურება შეაფერხა.
სუს-ის სამსახურის ირგვლივ ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები ნათელი დასტურია იმის, რომ უწყება დამოუკიდებელი არასდროს ყოფილა და კონკრეტული პარტიის ინტერესებს ემსახურებოდა.
“ქართული ოცნება” მიერ საგამოძიებო
კომისიის შექმნა ემსახურება 2008 წლის ომის შესახებ საერთაშორისო გამოძიების
შედეგების უგულებელყოფას და მთავარ დამნაშავედ ქართული მხარის წარმოჩენას.