თვეები |
შეწირული თანხა (ლარი) |
თებერვალი |
47.775 |
მარტი |
56.360 |
აპრილი |
61.633 |
მაისი |
50.476 |
ივნისი |
65.840 |
ივლისი |
62.437 |
აგვისტო |
23.380 |
სექტემბერი |
34.965 |
ოქტომბერი |
66.480 |
ნოემბერი |
40.083 |
დეკემბერი |
51.535 |
2023 წელს შეწირული თანხის რაოდენობა თვეების მიხედვით:
თვეები |
შეწირული თანხა (ლარი) |
იანვარი |
12.640 |
თებერვალი |
7.834 |
მარტი |
1.250 |
აპრილი |
2.960 |
1-14 მაისი |
915 |
რამდენი შემომწირველი ჰყავს „კონსერვატიულ მოძრაობა/ალტ-ინფოს?“
2023 წლის იანვრიდან 14 მაისის ჩათვლით, „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო“ შემომწირველთა რაოდენობით მეორე ადგილზეა. „კონსერვატიული მოძრაობა“ შემომწირველთა რაოდენობით უსწრებს „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციურ პარტიებს და მხოლოდ საქართველოს ლეიბორისტულ პარტიას ჩამორჩება. ამის შესახებ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ადრეც წერდა.
თუმცა, მიუხედავად ამისა, 2022 წელთან შედარებით, შემომწირველთა რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია. თუ 2022 წლის 16 თებერვლიდან 2022 წლის მაისის ჩათვლით, განხორციელებული შემოწირულების რაოდენობა 214 იყო, 2023 წლის იანვრიდან 2023 წლის 14 მაისის ჩათვლით, პოლიტიკურმა დაჯგუფებამ სულ 29 შემოწირულება მიიღო.
შემოწირულებათა რაოდენობა 2022 წლის მიხედვით:
თვეები |
შემოწირულების რაოდენობა |
თებერვალი |
42 |
მარტი |
55 |
აპრილი |
60 |
მაისი |
57 |
ივნისი |
63 |
ივლისი |
64 |
აგვისტო |
17 |
სექტემბერი |
32 |
ოქტომბერი |
65 |
ნოემბერი |
45 |
დეკემბერი |
58 |
შემოწირულებათა რაოდენობა 2023 წლის მიხედვით:
თვეები |
შემოწირულების რაოდენობა |
იანვარი |
12 |
თებერვალი |
11 |
მარტი |
2 |
აპრილი |
2 |
1-14 მაისი |
2 |
ვინ სწირავს ფულს „კონსერვატიულ მოძრაობა/ალტ-ინფოს?“
2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის მაისის ჩათვლით, პარტიას 102 შემომწირველი ჰყავდა. აქედან 101 ფიზიკური და ერთი იურიდიული პირია. შემომწირველი 101 ფიზიკური პირიდან უძრავ ქონებას მხოლოდ 33 ფლობს.
როგორც წესი, „კონსერვატიულ მოძრაობის“ შემომწირველები ერთი და იგივე პირები არიან. ერთჯერადად თანხა მხოლოდ 21 პირს აქვს შეწირული, დანარჩენ 91 შემომწირველს კი, შეწირულობა რამდენჯერმე აქვს განხორციელებული. მაგალითად, პარტიას თანხა ერთმა პირმა თხუთმეტჯერ შესწირა, ორმა პირმა - თოთხმეტჯერ, სამმა პირმა კი - ცამეტჯერ.
ღიად პრორუსული დაჯგუფების ყველაზე აქტიური შემომწირველი გიორგი ხატიაშვილია. ის „კონსერვატიული მოძრაობის“ წნორის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელია და თავისი დამსაქმებლისთვის თანხა 15-ჯერ აქვს შეწირული.
გოჩა ხუციძემ და კახაბერ ელიზბარაშვილმა „კონსერვატიულ მოძრაობას“ თანხა 14-ჯერ შესწირეს; გიორგი რატიანმა, ჯიმშერ ბუხაჩაურმა და რომანოზ გოგიბერიძემ კი - 13-ჯერ. გიორგი რატიანი და ჯიმშერ ბუხაჩაური ამავდროულად „კონსერვატიული მოძრაობის“ რეგიონული ოფისების ხელმძღვანელებიც არიან. გიორგი რატიანი მესტიის ოფისის ხელმძღვანელია, ჯიმშერ ბუხაჩაური კი - ახმეტის.
შემომწირველები |
თანხა |
გიორგი ხატიაშვილი |
9.375 |
გოჩა ხუციძე |
7.750 |
კახაბერ ელიზბარაშვილი |
41.745 |
გიორგი რატიანი |
5.900 |
ჯიმშერ ბუხაჩაური |
5.400 |
პარტიის ყველაზე აქტიური შემომწირველებიდან უძრავ ქონებას მხოლოდ სამი შემომწირველი - კახაბერ ელიზბარაშვილი, რომანოზ გოგიბერიძე და გოჩა ხუციძე ფლობენ. რომანოზ გოგიბერიძე შპს „ზუკა&ლუკას“ დირექტორია, ხოლო კახაბერ ელიზბარაშვილი, რომელიც ამავდროულად პარტიის ყველაზე მსხვილი შემომწირველია, შპს „დაბოს“ 100%-იან წილს ფლობს. მის მიერ პოლიტიკური დაჯგუფებისთვის ჯამურად შეწირული თანხა 41.745 ლარია. მის შესახებ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ადრეც წერდა. რაც შეეხება გოჩა ხუციძეს, ის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს ცენტრის დამფუძნებელია.
ცხინვალში ბოლო დროს მომხდარი ინციდენტები, რომელშიც ფიზიკური ძალა გამოიყენეს ოპოზიციური აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ, აჩვენებს დე ფაქტო ხელისუფლების რეპრესიულ მიდგომას.
მზია ამაღლობელის დაკავება და მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა არის წინასწარ დაგეგმილი დანაშაულებრივი პროვოკაცია.
DRC ეხმიანება 11-12 იანვარს თბილისსა და ბათუმში განვითარებულ მოვლენებს, რა დროსაც საპოლიციო ძალებმა 20-მდე აქციის მშვიდობიანი მონაწილე დააკავა.